29/12/201 389 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩვენთვის მთავარი არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება - ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას მასა და "ოცნებას" შორის ვადამდელი არჩევნების შესახებ მოლაპარაკებებზე.
მმართველი პარტია ელისაშვილს და მთელს ოპოზიციას სთავაზობს პარლამენტში შესვლას, იმ პირობით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თუ "ქართული ოცნება" 48%-ზე დაბალ შედეგს მოიპოვებს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზეც იქნება თანახმა.
"ტელეკომპანია "მთავარმა" გაავრცელა ინფორმაცია თითქოს ჩვენი პარტია ფარულ მოლაპარაკებებს მართავს ქართულ ოცნებასთან რიგგარეშე არჩევნების სავარაუდო დანიშვნის პირობებთან დაკავშირებით. მინდა ნაწილობრივ დავადასტურო ეს ამბავი! წუხელ, აჭარის ტელევიზიასთან ჩართვის შემდეგ ოფისიდან წავედი სახლში. ეგრე 10 საათი იქნებოდა. სახლში ვიყავით მე, ჩემი ცოლი ირინა, შვილი სანდრო და სპანიელი რემბო. დაახოებით ერთ საათში უაღრესად ფარულ და საიდუმლო ვითარებაში გვესტუმრა კარის მეზობელი და იმავდროულად ცოლისდა თამთა. საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიხილავდით მიმდინარე პოლიტიკურ და საყოფაცხოვრებო საკითხებს. საახალწლო სამზადისსაც კი შევეხეთ საუბრის დროს. მალევე თამთა ბავშვების დასაძინებლად გადავიდა სახლში, რა თქმა უნდა ისევ უაღრესად ფარულ ვითარებაში...
ისე კი ძვირფასო მედიის და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებო - ლოგიკას მაინც გაყევით: ხმამაღლა და მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი რომ თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება კარგია, არ ვართ წინააღმდეგები მაგრამ თუ არ დაინიშნება არც მაგაზე მოვიკლავთ თავებს. ჩვენთვის მთავარი არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. ჰოდა, აქედან გამომდინარე ლოგიკა გეუბნებათ რომ ჩვენი და ქართული ოცნების ფარული მოლაპარაკებების საფუძველიც კი არ არსებობს. კი ვერ დაგიშლით არარსებული სკანდალის დეტალების დაზუსტებას, თქვენი საქმისა თქვენ იცით. უბრალოდ ამაოდ დაიღლებით და ეგაა", - წერს ელისაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ