30/12/201 104 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მინდა მმართველობის სტილი შეიცვალოს, გარემოც სხვა მინდა ოფისებში - ნიკა მელია

ენმ-ს ახლადარჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარ არხზე", გადაცემაში "ღამის მთავარი" პარტიის განახლებაზე საუბრისას ამბობს, რომ "გუნდი მნიშვნელოვნად მიიღებს შევსებას ახალი, საჭირო ადამიანების მხრიდან". 
"სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიდან შეივსება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ამ ქვეყნის მომავლისთვის" - განაცხადა ნიკა მელიამ.
მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მმართველობაში იყო ნაკლოვანებები და ამ ნაკლოვანებებმა განაპირობა მათ შორის, პარტიის შიგნითაც ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანის ჩრდილში ყოფნა.
"პარტიის შიგნითაც, იცით, რამდენი არაჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ჩრდილში იყო მოქცეული ბევრი მიზეზის გამო, სუბიექტური მიზეზი იქნებოდა თუ ობიექტური? მათი წამოწევა მოხდება წინა პლანზე. ეს ცვლილებები, რომელიც იყო ნახსენები, არ ეხება ერთ, ორ, სამ, ოთხ, შვიდ, ათ, ოც ადამიანსაც: რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის მმართველობაში მოვლენ "ნაციონალურ მოძრაობაში", როგორც ოპოზიციურ პარტიაში კი არა, არამედ იმ განცდით, რომ არიან პარტიაში, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება"  - განაცხადა ნიკა მელიამ. 
მისი თქმით, უამრავ ადამიანთან აქვს "ძალიან მჭიდრო" ურთიერთობა და ყოველდღიური კონსულტაცია აქვს და მაქსიმუმ იანვრის ბოლოს საზოგადოების წინაშე წარსდგებიან. 
"პარტიის თავმჯდომარის რანგში მე მეტი შესაძლებლობა მაქვს, ამ ხალხს ავუხსნა და ვუთხრა, რომ მე მინდა თქვენ მოხვიდეთ არა მიხეილ სააკაშვილის ან ნიკა მელიას პარტიაში, არამედ ერთად დავსხდეთ მაგიდის გარშემო და ერთად განვსაზღვროთ ამ მოძრაობის პოლიტიკა, მართლა ესა მაქვს სურვილი", - თქვა ნიკა მელიამ. 
მისივე თქმით, უნდა მთელი თბილისის და არამარტო თბილისის მასშტაბით გააკეთოს იგივე, რაც მან და ენმ-მ, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერითაც, გლდანში გააკეთეს, სადაც ხელისუფლება დაამარცხეს. 
"ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოსულა, TET A TET საუბარიც დამჭირდა უამრავ ადამიანთან, ძალიან დამღლელი კამპანია იყო, მე მათ ვეუბნებოდი: "არ მოგწონვართ, კი ბატონო! შეგვეშალა? მაგრამ ჭკუანასწავლი ხალხი ვართ, ამ ყველაფერს ვუყურებთ, როგორც კაპიტალს, რომ აღარ გავიმეოროთ ის სისულელეები, რაც გავაკეთეთ, რომ აი, "ქართულ ოცნებას" ეს შეცდომები რომ არ გაემეორებინა და პირიქით, აღმოეფხვრა, არ ვიქნებოდი მე აქ ოპოზიციური პარტიის კანდიდატი" და ამ მიდგომის დროს ვგრძნობდი, რომ ნდობა ღვივდებოდა, ხალხო - თქვა ნიკა მელიამ გადაცემაში "ღამის მთავარი".
 
ნიკა მელიას  თქმით, მხოლოდ ტელევიზიით საუბარი და ხალხთან ურთიერთობა საკმარისი არ არის, როცა საქმე ეხება პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში უკვე იყო.
"მეტი მოძრაობა, მეტი გულწრფელობაა საჭირო, რათა პარტიის მმართველობაში ჩართულობა ჰქონდეს ბევრ ადამიანს. მინდა რომ, როცა არჩევნებს გააყალბებენ, ათმა ადამიანმა კი არ შემოირტყას თავში ხელი, არამედ ათასმა და თქვა, რომ ეს არჩევნები მას გაუყალბეს... მინდა მმართველობის სტილი შეიცვალოს 100%-ით, მინდა გარემოც სხვა იყოს ნაციონალური მოძრაობის ოფისებში", - განაცხადა ნიკა მელიამ "ღამის მთავარში". 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA