30/12/201 642 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - მთელი ოპოზიციური სპექტრი ბოკერიასა და “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა, რომ მოღალატეები არ დაუძახონ

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები “დამოკიდებულია კონკრეტული პარტიული სუბიექტების მხრიდან კომპლექსების მოხსნაზე”.
მდინარაძის თქმით, დღეს ოპოზიციური სპექტრი გიგა ბოკერიასა და “მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა”.
“ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება იყო ბოკერიას მიერ დალაგებული ნარატივის კომპლექსის ქვეშ და ის გაკომპლექსებდეს მაშინ, როდესაც საკმაოდ კარგი, ინტელექტუალური რესურსი ჰქონდა მას თავის პარტიაში. მან პარტიული და პოლიტიკური მენეჯმენტი ისე დაალაგა “ევროპულ საქართველოში”, რომ კატასტროფული შედეგი მიიღო? დღეს უკვე მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ ადამიანის და მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ არიან და კომპლექსით, რომ მათ არ დაუძახონ მოღალატეები, ოპოზიციური ერთობის დამანგრევლები. თუ ამ კომპლექსს მოიხსნის ოპოზიციური სპექტრი, მაშინ ჩვენ შევთანხმდებით. თუ ამ გავლენების ქვეშ უნდა იყვნენ, ჩვენ გაგვიჭირდება შეთანხმება, თუმცა მაინც იმედი გვაქვს, რომ ისინი რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მივლენ და თებერვალში უკვე საპარლამენტო ცხოვრებას ოპოზიციური წარმომადგენლობით საქართველოს პარლამენტში დაიწყებენ”,- განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის მინიმუმ რამდენიმე წარმომადგენელი კომპლექსებიდან უნდა გამოვიდეს.
“ოპოზიციაში მინიმუმ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი იმ კომპლექსიდან გამოვა, რომ ბოკერიამ რამე არ თქვას და მერე “ნაცმოძრაობამ” ზევიდან არ დააყოლოს, თორემ ისინი ამ ჩრდილში სულ იქნებიან და შემდეგ არჩევნებში იმ შედეგებსაც ვერ აიღებენ, რაც ახლა აიღეს. ბოკერიამ თავისი პარტიული მენეჯმენტი ვერ დაალაგა ისე, რომ მიეღო რაღაც შედეგი. “ნაცმოძრაობაზე” რვაჯერ თუ შვიდჯერ ნაკლები ხმა, როდესაც ობიექტურები რომ ვიყოთ, გადახედეთ “ნაცმოძრაობის” სიას და შემდეგ გადახედეთ მის სიას. ინტელექტუალურ რესურსზე ვლაპარაკობ, სხვაზე რომ აღარაფერზე ვილაპარაკოთ და ამ კაცმა მოახერხა რომ დაენგრია თავისი პარტია და ახლა საერთო ოპოზიციურ ერთობას მოძღვრავს”, - განაცხადა მდინარაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY