07/01/211 801 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სააკაშვილმა "მილიარდერ ოლიგარქს" ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა - სენატორი ჰაშინი

კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, კონგრესში ერთობლივი სხდომა განახლდა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება.
სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წელს მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მილიარდერი ოლიგარქს"  ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა. სენატორის სიტყვით გამოსვლის ამ ტექსტს "ამერიკის ხმა" ავრცლებს. 
"ამ შენობაში მყოფთაგან ბევრის მსგავსად, მე ვმოგზაურობდი განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, მთელს მსოფლიოში - ავღანეთიდან და ერაყიდან დაწყებული, დასავლეთ ბალკანეთის და აფრიკის ქვეყნებით დამთავრებული, და საქართველოში. 2012 წელს, საქართველოში ჩემს კოლეგასთან, სენატორ რიშთან ერთად ჩავედი, რათა ოფიციალურად, სენატის ეგიდით, დავკვირვებოდით არჩევნებს. არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მოწინააღდეგე "ქართულ ოცნებას" შორის, რომელიც მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი და დაფუძნებული პარტია იყო, და ეს იყო ბრძოლა არა მხოლოდ პარლამენტზე, არამედ მთავრობაზე კონტროლის მოსაპოვებლადაც", - ამბობს ჯინ შაჰინი
ჯინ შაჰინის თქმით, 2012 წელს არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა. 
"სენატორი რიში და მე, არჩევნების დღეს, უშუალოდ ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას დავეთანხმეთ, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნება იყო. მაგრამ, არსებობდა რეალური შეშფოთება ქვეყანაში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ძალაუფლების დათმობას არ გეგმავდა. ეს შესაძლოა ძალადობის მიზეზი გამხდარიყო. ეს დაასრულებდა ახალგაზრდა, ახლადჩასახულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტარდებოდა", - ამბობს შაჰინი.
სენატორი იხსენებს რიშთან ერთად არჩევნების მეორე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას. 
"არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა მისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე", - თქვა ჯინ შაჰინმა.
კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას ერთი ქალი დაიჭრა და გარდაიცვალამიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი, კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA