08/01/211 340 ნახვა წყარო: pia.geფოტო: pia.ge

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენი მიდგომების სისწორე სერიოზული კვლევების შედეგებით დადასტურდა

დიდ ბრიტანეთსა და ხუთ სხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო, სიცოცხლის გადამრჩენი ორი მედიკამენტი აღმოაჩინა.

აღნიშნულ კვლევას ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა: „7 იანვარს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა (NHS) გამოაქვეყნა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული დიდი კლინიკური კვლევის „REMAP-CAP“ წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენებამ 24%-ით შეამცირა ლეტალობის მაჩვენებელი და დაახლოებით 10 დღით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობა, რის გამოც პუბლიკაციაში ტოცილიზუმაბით მკურნალობა მოხსენიებულია, როგორც ახალი, სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქვეყნის კლინიკებში ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა.

ტოცილიზუმაბი წარმოადგენს IL-6-ის რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონურ ანტისხეულებს და შეუძლია სერიოზული პოზიტიური გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რაც COVID-19-თ პაციენტებში დაავადების დამძიმების და სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.
ჩვენ ჯერ კიდევ COVID-19-ს პანდემიის ადრეული პერიოდიდან COVID-19-ის სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად დავნერგეთ (ვიყენებთ) ახალ ინოვაციურ მიდგომებს - ტოცილიზუმაბი, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპურული გაწმენდა სპეციალური სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტის პლაზმა და სხვ., რამაც საშუალება მოგვცა გადაგვერჩინა არაერთი კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ამ მეთოდზე ჯერ ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები დასრულებული არ არის და საბოლოო შედეგები არ დადებულა. თუმცა, მათი მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით თითეული ეს მეთოდი კონკრეტულ პაციენტებში შესაძლოა სასარგებლო იყოს. რის გამოც აშშ FDA-ის ამ მეთოდებზე გაცემული აქვს გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა (Emergency use authorization).
ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ.
ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლით მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენების შესაძლებლობა განხილულ უნდა იქნეს გადაუდებელ შემთხვევებში - კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს.
კლინიკურ პრაქტიკაში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს ცალკეულ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის ალტერნატივად იყენებენ კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს - ე.წ. „პულს თერაპიის“ სახით, მაგრამ ეს მეთოდი ტოცილიზუმაბთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ეფექტიანია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩატარებული ზოგიერთი რანდომიზებული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით ტოცილიზუმაბის გამოყენებამ COVID-19-ის სამკურნალოდ ვერ აჩვენა სარწმუნო ეფექტიანობა, რის გამოც ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ ჩვენც და ჩვენს პროტოკოლებსაც. მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ პაციენტების სწორად შერჩევის და მედიკამენტის სწორად გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი შეიძლება სერიოზული სარგებლის მომტანი ყოფილიყო და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი მიდგომების სისწორე ასეთი სერიოზული კვლევის შედეგებით დადასტურდა.
ჩვენ ჯერ კიდევ 2020 წლის 17 ივნისს გამოვაქვეყნეთ პოსტი, რომელშიც დეტალურად აღვწერეთ ტოცილიზუმაბის და კონვალესცენტის პლაზმის წარმატებული ერთობლივი გამოყენება 83 წლის კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით პაციენტთან (ე.ლ), რომელსაც აღენიშნებოდა ე.წ. „ციტოკინური შტორმი“ და სადაც ინტენსიური თერაპიის ყველა სხვა მეთოდი ეფექტს არ იძლეოდა. პაციენტი განიკურნა. “- წერს გამოქვეყნებულ სტატიაში ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY