ივანიშვილი სრულ პანიკაშია - მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან მოსალოდნელ სანქციებზემიხეილ სააკაშვილი აშშ-ს მიერ, უკრაინელი პროკურორისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება. "მთავართან" საუბარში მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ივანიშვილი ახლა სრულ პანიკაშია და მისი ბოლო გადაწყვეტილებებიც ამას ემყარება:
"კონსტანტინ კულიკი არის ის ადამიანი, რომელმაც საჯაროდ აღიარა რომ პოროშენკო ავალებდა ჩემს წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებას. ეს მართლაც ასეა, ის იყო ყველაზე ცნობილი პროკურორი უკრაინაში. ამის გარდა, ოლიგარქებთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პარლამენტარის სანქცირება მოხდა და მათი თანამებრძოლების. ივანიშვილის პრობლემა არის ის, რომ ის აფინანსებდა ტრამპს თავისი სიძის ჯარედ კუშნერის მეშვეობით და ლობისტური ჯგუფების მეშვეობით.შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 იანვარს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 7 პირსა და 4 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა - მათი საქმიანობა უკავშირდება რუსეთის აგენტ ანდრეი დერკაჩს, რომელიც ცდილობდა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას გაყალბებული ჩანაწერების გასაჯაროებით. კომენტარები |