უფრო ცხადი გახადა, თუ სიდან იღებს სათავეს უსამართლობა - მშვენიერაძე ივანიშვილის განცხადებაზე"კარტოგრაფების" საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან უფრო ხადი გახდა, თუ საიდან იღებს სათავეს ეს უსამართლობა, რასაც ამ საქმეში აწყდებიან.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ინტერვიუს დროს დავით ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვება გმირობად შეაფასა და თქვა, რომ ხიდაშელი მასზე არანაკლები ქველმოქმედი, პატრიოტია. ივანიშვილის განცხადებით, ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვებმა ქვეყანას ერთი მხრივ აარიდა მეზობელ სახელმწიფოსთან კამათს, სირცხვილს ხოლო მეორე მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინა შუაზე გაჭრას. "კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად:ადვოკატის თქმით, ესმით, რომ ივანიშვილის მიერ "დატოვებული ანდერძი" მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს ხელში უკვე გამამტყუნებელ განაჩენს ნიშნავს, მაგრამ ისინი ბრძოლას ბოლომდე აპირებენ. მშვენიერაძის განცხადებით, ადვოკატები მზად არიან ნებისმიერ ფორმატში ამ საქმეზე არსებულ ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ. კომენტარები |