13/01/211 270 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რომან გოცირიძე - არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია, ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა

ეკონომისტი, ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი ქონება და აქტივი "ქართუ ჯგუფს" გადაუფორმა და თავისთვის "ჯიბის ფულად" მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა, არასწორია. 
რომან გოცირიძის მტკიცებით, ივანიშვილისთვის შემოსავალი, ანუ დივიდენდი მოაქვს არა იმ ფიზიკურ აქტივებს, რაც "ქართუს" გადასცა, არამედ  უცხოური კომპანიებისა და სახელმწიფოების ფასიან ქაღალდებს, რომლებიც კვლავ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში რჩება. 
"მთელი დღეა ვისმენ კომენტარებს ბიძინა ივანიშვილის ქონების ტრანსფორმაციის შესახებ და ვხედავ, რომ აშკარად ვერ გაუგიათ რა ხდება სინამდვილეში.
დეკლარაციის( ბევრი რამ არაა შეტანილი) მიხედვით, ივანიშვილის ქონების ის ნაწილი, რომელსაც მოაქვს ყოველწლიურად დიდძალი შემოსავალი( დივიდენდი), არის მის მფლობელობაში არსებული უცხოური კომპანიებისა და სახელმწიფოების ფასიანი ქაღალდები.
ივანიშვილმა საკუთარ ფონდს გადასცა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფიზიკური აქტივები( მიწები, სასტუმტომროები, სახლი-ბიზნეცენტრი, მშენებარე კომპლექსები), რომლებსაც ჯერ არ მოაქვთ შემოსავლები და რომლებიც პირიქით, საჭიროებენ დამატებით ხარჯებს( მათ შორის ქონების გადასახადის დაფარვას).
”ქართუ ფონდი” არის ივანიშვილის პირადი საკუთრება და ამ ფონდის მფლობელობაში გადასული ბიზნესსტრუქტურები შეიძლება გაიყიდოს, გაჩუქდეს( ანუ კვლავ დაუბრუნდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ კომერციულ სტრუქტურებს) ან განკარგული იქნას სხვა ფორმით, ისევ ბიძინა ივანიშვილის მიერ", - წერს რომან გოცირიძე.
მისივე თქმით, ფონდისთვის ფიზიკური აქტივების გადაცემა ივანიშვილმა იმიტომაც გადაწყვიტა, რომ შემდგომში მათი ლეგალიზაცია მომხდარიყო და თავიდან აერიდებინა ბადრი პატარკაციშვილის ბედი, რომლის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება, რომელიც არ იყო სამართლებრივად სწორად რეგისტრირებული, სადავო გახდა.
"ფონდის ქოლგის ქვეშ მისი აქტივების თავმოყრის გადაწყვეტილება ალბათ გაკეთდა თუნდაც მისი ლეგალიზაციის მიზნითაც( გავიხსენოთ, რა მოუვიდა ბადრი პატარკაციშვილის ქონებას, რომელიც სამართლებლივად არ იყო სწორად რეგისტრირებული).ისე იქნა წარომოჩენილი, რომ ივანიშვილის ოჯახმა მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დაიტოვა ჯიბის ფულად და ყველაფერი დანარჩენი ფონდს აჩუქა. ეს არაა სწორი.რატომ არ გადასცა ფონდს აქციები? გულუბრყვილო შეკითხვაა. ეს იგივეა, რომ ვიღაცას ოქროს კვერცხის მდებელი ქათმის გაჩუქება მოსთხოვო ბებერი ინდაურის ნაცვლად.თუმცა არც ესაა სწორი შედარება. არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია. ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა. რომელში რამდენს ჩადებ, ეს შარვლის მფლობელზეა დამოკიდებული. ესაა და ეს", -წერს ფეისბუქზე გოცირიძე. 
შეგახსენებთ, ეს არის იმ ფიზიკური აქტივების ჩამონათვალი, რაც ბიძინა ივანიშვილმა "ქართუ ფონდს" გადაუფორმა. 
  • 1. თბილისის რეზიდენცია
  • 2. პანორამა თბილისის თაბორის მთის პროექტი
  • 3. პანორამა თბილისის ობიექტი
  • 4. ცეკავშირის შენობა
  • 5. სასტუმრო პარაგრაფი მწვანე კონცხზე 
  • 6. ლაგუნა ვერე
  • 7. ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა
  • 8. სამშენებლო კომპანიები : შპს "ბურჯი“ და ,,ელიტა ბურჯი“
  • 9. დაბა ბაკურიანი ,,დიდველი“ 
  • 10. ჯიდიესის შენობა თბილისის ბოტანიკურ ბაღში 
  • 11. საცხოვრებელი სახლი ჭორვილაში
  • 12. სასტუმრო პარაგრაფი აბასთუმანში და სხვა მიწის ნაკვეთები
ბიძინა ივანიშვილმა "ქართუსთვის" ქონების გადაფორმება 28 დეკემბრიდან დაიწყო. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY