13/01/21975 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ზაალ უდუმაშვილი - ეს არ არის წასვლა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, დიახ, ეს არის გაქცევა

ეს არ არის წასვლა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ეს არის გაქცევა, მას არ უნდა დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ამ ბრძოლიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ მოსახლეობამ მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზურგი შეაქცია.
„8 წელია გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაქრეს. მას არ მოსწონს ოპოზიცია და უნდა, რომ ახალი იყოს. რაც არ უნდა ეცადოს და თავისი რესურსი დახარჯოს, ოპოზიცია ასე ხელოვნურად ვერ შეიქმნება. ვნახეთ, როგორ შექმნა ოპოზიცია, როდესაც სამი ადამიანი შეიყვანეს პარლამენტში და დაარქვეს, რომ ოპოზიციონერები არიან.
ეს არ არის წასვლა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს. დიახ, ეს არის გაქცევა და პასუხისმგებლობის გადაბარება სხვა ადამიანებისთვის. მას არ უნდა დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ამ ბრძოლიდან. მეორე - ეშინია, კარგად იცის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, კარგად იცის, რომ მოსახლეობამ ზურგი შეაქცია. ის ცდილობს ერთის მხრივ, პასუხისმგებლობა მოიხსნას, მეორეს მხრივ, ფინანსური რესურსების მობილიზება მოახდინოს, საფრთხე რომ არ დაემუქროს “,-აცხადებს უდუმაშვილი.
როგორც უდუმაშვილი აცხადებს, დღეს საქართველოს ძლიერი ოპოზიცია ჰყავს.
„ოპოზიციამ საზოგადოებას დაანახა ბოლო 2 წლის განმავლობაში, როგორ შეუძლია ერთიანად ებრძოლოს იმ რეჟიმს, რომელიც ანადგურებს ამ ქვეყანას. ოპოზიცია საკმაოდ ძლიერია. ვერანაირი მესამე ძალა ვერ შეიქნება ხელოვნურად, თუ ეს ბუნებრივად არ მოხდა. ოპოზიცია მწყობრად განაგრძობს ბრძოლას იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს“,-აცხადებს უდუმაშვილი.
ამასთან, უდუმაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის სურვილია ისეთი მორჩილი ოპოზიცია ჰყავდეს, როგორი მორჩილიც არის „ქართული ოცნება“.
„თავად განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ოპოზიციაში გადავიდეს. ამას კარგად გრძნობს, განვითარებული აქვს ინსტიქტები, რომ კარგად იგრძნოს საფრთხე. გრძნობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მალე მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა. ყველაფერი კარგად იცის“,-აცხადებს უდუმაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY