Babajana LOGO

მარკეტა გრეგოროვა - გასაკვირია, რომ ივანიშვილი სხვა პარტიებსა და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასე აკრიტიკებს

13 იანვარს 2021 04:32ნახვები 436წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ივანიშვილი იმ პოლიტიკური გარემოს საკვანძო ფიგურაა, რომელსაც აკრიტიკებს, შესაბამისად, მას თავისი მმართველობის უფრო დაბალანსებული შეფასების გაკეთება შეეძლო, - ამის შესახებ ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრმა, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან რეალურად წასვლას.
„ბატონი ივანიშვილის სამომავლო გეგმების შეფასება რთულია. წლების განმავლობაში პარტიაში მისი პოზიციიდან გამომდინარე, ძნელია იმის თქმა, სინამდვილეში რამდენად შეძლებს წასვლას და როგორ გააგრძელებს პარტია მის გარეშე არსებობას. რა თქმა უნდა, თუ ის პარტიის უკანა პლანზე დარჩება, ეს დიდ განსხვავებას არ მოგვცემს“, - განაცხადა გრეგოროვამ.
ამას გარდა, გრეგოროვა დასძენს, რომ ღია წერილში სხვა პარტიების კრიტიკა ივანიშვილის მხრიდან გასაკვირია. ჩეხი ევროპარლამენტარი ასევე იმედოვნებს, რომ პარტიული ცვლილება „ქართული ოცნების“ ამბიციებს ევროკავშირის მიმართ არ შეცვლის.
„საკმაოდ გასაკვირია, რომ ის თავის ღია წერილში სხვა პარტიებსა და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასე აკრიტიკებს. ის იმ პოლიტიკური გარემოს საკვანძო ფიგურაა, რომელსაც აკრიტიკებს, შესაბამისად, მას თავისი მმართველობის უფრო დაბალანსებული შეფასების გაკეთება შეეძლო. ამის მიუხედავად, ვიმედოვნებ, რომ ეს ცვლილება „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებულ ამბიციას, მომდევნო წლებში ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოების შესახებ, ხელს არ შეუშლის - მე ამის დიდი სურვილი მაქვს“, - განაცხადა გრეგოროვამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
MAX Chania
amazon deals