საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას, სიამაყეს აღძრავს - გახარიაპრემიერმინისტრი, გიროგი გახარია სახელმწიფო დროშის დღეს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს დროშა თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს იწვევს.
"ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს. მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ.სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ის გერბთან და ჰიმნთან ერთად ეროვნული სიმბოლოა. კომენტარები |