გირჩი-ელისაშვილის ალიანსი კვირის ბოლოს კონსულტაციას "სტრატეგია აღმაშენებელთან" გამართავს
"გირჩი - ელისაშვილის" ალიანსი ფიქრობს, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს. ამიტომ ისინი კვირის ბოლოს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებს შეხვდებიან. "სტრატეგია აღმაშენებლში" აცხადებენ, კონსულტაციების გამართვას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმებიდან გასვლას არ გეგმავენ და მოთხოვნებსაც არ ცვლიან.
"ის თავისუფალია იმოქმედოს როგორც უნდა, პატივს ვცემთ მის არჩევანს, რაც შეეხება კონსულტაციებს, კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის ყოველთვის მიმდინარეობდა, არც ახლა ვიტყვით უარს, შევხვდებით, ვიმსჯლებეთ და ვანხავთ რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ თავიდანმე მინდა ვთქვა, რომ პოზიციები სტრატეგია აღმაშენებლის, არის იგივე, რაც იყო", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.იგივე აზრს იზიარებს თაკო ჩარკვიანი, რომელიც ამბობს, რომ ელისაშვილს შეხვდებიან, მაგრამ პარლამენტში შესვლაზე უარს ეტყვიან.
"უნდა მას შესვლა და მე შევთავაზე მას, რომ შევიდეს და დაისვენოს, ჩვენც რაღაცნაირად დაგვასვენოს. მთავარია ჩვენ უმთავრესი მოვითხოვოთ, ეს გახლავთ გაყალბებული არჩევნების შეცვლა, ანუ ახალი არჩევნების დანიშვნა, იმ არჩევნებისთვის, რა თქმა უნდა, ახალი საარჩევნო სისტემით მივალთ, რატომ ცუღლუტობს ალეკო", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.