Babajana LOGO

360 გრადუსით შემოტრიალდება საქმე - ბაჩალიაშვილების ადვოკატების პასუხი პროკურატურას

19 იანვარს 2021 09:46ნახვები 1 178წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
პროკურატურის დღევანდელი განცხადების მიუხედავად, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის მიმოწერა, რომელსაც უწყება ყალბს უწოდებს, რეალურია.
მათი აზრით, გამოძიება ცდილობს, ახალი ფიგურანტი არ გამოიკითხოს, რადგან მისი ჩვენება საქმეს მთლიანად შეცვლის. 
"ბაჭულაშვილიც გონებასუსტი და გონებაშეზღუდულია? იმ კაცმა დაგვირეკა და გვითხრა, თქვენი შვილი შარშიაო - ამაზე ხაზი გადაუსვეს [გამოძიებამ]. თეონა ყურუა ანალოგიურად მიაჩუმათეს... რომ აღიძრება საქმე და გადმომცემენ მასალებს, მე ვნახავ, არის მართლა თამუნას ხმა, თუ არ არის", - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი.
ადვოკატი, მიხელ რამიშვილი კი პროკურატურის განცხადებაში გავრცელებულ ფაქტებს - ერთერთი პირის მენტალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით - უკანონოს უწოდებს. 
"ჯერ ერთი, უკანონობაა, ამორალურობა და უზნეობა, როდესაც 21 წლის გოგონაზე საუბრობ, რომ ფსიქიური პრობლემები აქვს. ეს არავინ იცის და დაუდასტურებელია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობთ და 360 გრადუსით შემოტრიალდება საქმე, ნუ ცდილობს პროკურატურა ხალხის მოტყუებას", - ამბობს რამიშვილი.
მეორე ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი, ფიქრობს, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე განცხადების გამოქვეყნება არასწორია და უმჯობესი იქნებოდა, მანამდე უწყებას უფლებადამცველებთან ჰქონოდათ კომუნიკაცია. 
ოჯახის წევრების და ადვოკატების მოთხოვნა გამოძიების განახლება, ახალი მოწმის დაკითხვა და სოციალური ქსელიდან მარიამ შარაშიძესთან მიმოწერის ამოღებაა. 
"მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე... წავშლი შენ სმს-ესებს არ მინდა გაიგონ რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო" - ეს არის გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდაადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, ის სარჩელს დაურთო და გამოძიების დაწყება მოითხოვა, მისი თქმით, როგორც ჩანს სამართალდამცავი სტრუქტურები ფაქტით დაინტერესდნენ, მოიძიეს პირი, საქმის ერთ ერთი მოწმე, მივიდნენ მასთან სალხში დააშანტაჟს და დაემუქრნენ. 
ამის შემდეგ უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მასალები "არ შეესაბამება რეალობას" და რომ " მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს". 
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. 
ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals