22/01/211 219 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში - ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს საკითხი არის დახურული!

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ არ გადაიხედება და ალეკო ელისაშვილის „სადმე შესვლა-შემოსვლა, წასვლა-წამოსვლა, თქმა ან ართქმა, ამაზე გავლენას ვერ მოახდენს“.
ამის შესახებ კაპანაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში და ამიტომ აჭიანურებს მანდატების შეჩერების პროცესსაც.
„რატომ ჭიანურდება მანდატების შეჩერების პროცესი? - „ქართული ოცნება“ ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში. ამ რაღაც ხელოვნური გაჭიანურებით ამყარებენ ამ ილუზიას, ასე ჰგონიათ. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს საკითხი ჩვენთვის არის დახურული. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის და მისი კოლეგის პარლამენტში მისვლას, ეს თემა ჩემთვის სრულიად უინტერესოა და მასზე კომენტარს არ გავაკეთებ. ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის.
მეხუთე რაუნდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ წამოვა რაღაც კომპრომისზე. „ოცნებასთან“ არანაირი ინდივიდუალური შეხვედრა არ იქნება. ოპოზიცია შეხვდება „ქართულ ოცნებას“ ელჩებთან ერთად, თუ მათი მხრიდან იქნება მზაობა წამოვიდნენ კომპრომისზე იმ საკითხებზე, რაც ბევრჯერ გვაქვს დაფიქსირებული. არაფერი არ გადაიხედება და ელისაშვილის სადმე შესვლა-შემოსვლა, წასვლა-წამოსვლა, თქმა ან ართქმა ამაზე გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის გეგმები მოიცავს ბევრ რამეს, მათ შორის აქციებსაც, სხვა ტიპის აქტივობებსაც.
„ჩვენთვის არცერთი ფორმა აქტივობის, დახურული არ არის. ყველა ინსტრუმენტია ჩვენს ხელში და ამის გამოყენებას ვაპირებთ. ამიტომ მარტო რომელიღაც ტიპის ინსტრუმენტის გამოყენება არასწორია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI