23/02/211 233 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა ხაზარაძე - კონკრეტული მოთხოვნებია - ნიკა მელია გათავისუფლდეს! პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები!

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ იქნება შეუპოვარი ბრძოლა ყველანაირი მშვიდობიანი მეთოდით, კონსტიტუციის ფარგლებში.
როგორც ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ქვეყანაში ან იქნება დემოკრატია და თავისუფლება, ან ქვეყანა გახდება რუსეთის გუბერნია.
„ოპოზიცია არის ერთიანი ისე, როგორც არასდროს. სხვადასხვა ორიენტაციის, პროგრამის და იდეოლოგიის პარტიები არიან ერთიანი იმ პოზიციაში, რომ ამ ქვეყანას ჩვენ ვერ გავატანთ ამ მოძალადე ხელისუფლებას და ოლიგარქიას. აქედან გამომდინარე შევთანხმდით იმაზე, რომ იქნება შეუპოვარი ბრძოლა ყველანაირი მშვიდობიანი მეთოდით და კონსტიტუციის ფარგლებში, რომ დავიცვათ დემოკრატია და ეს ხელისუფლება გავისტუმროთ. თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნებში, არის სასწრაფოდ პოლიტპატიმრების გამოშვებაში. ან ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატია და თავისუფლება ჩვენი შვილებისთვის, ან ჩვენი ქვეყანა გახდება რუსეთის გუბერნია.
კონკრეტული მოთხოვნებია - რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს! პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები! უკვე არის კონტაქტი ჩვენს უცხოელ მეგობრებთან, უყურებთ, რომ ყოველ წამს შემოდის ინფორმაცია და განცხადებები ჩვენი მეგობარი ელჩების და ქვეყნების წარმომადგენლებისგან. დღის განმავლობაში ეს საკმაოდ დიდ მასშტაბს მიიღებს. აქ არ არის საუბარი რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ან მის ლიდერზე - მელიას საკითხი, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, როგორ განვითარდება ქვეყანა. დიპლომატებთან ვართ კონკრეტულ დიალოგში“, - განაცხადა ხაზარაძემ და არ გამორიცხა, რომ პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY