26/02/211 304 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა მელია მხარდამჭერებს - მე არასდროს ვყოფილვარ ისეთი თავისუფალი, როგორც ახლა - გავრილოვის ღამე გათენდება!

თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 ათას ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც ოპოზიციური პარტიების აქციაზე წაიკითხეს.
როგორც ნიკა მელია წერს, საქართველოში გავრილოვის ღამე აუცილებლად გათენდება და საქართველო გაიმარჯვებს!.
„ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მივმართავ მათ, ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს, თავისუფლება არ იყიდება! თავისუფლებით არ ვაჭრობენ! თავისუფლება უნდა მოიპოვო! დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება. მაგრამ არასდროს, არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ მოძრაობით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, ყველა კრიზისში ახალი შესაძლებლობების პოვნით. ისევ მხოლოდ ერთიანობით, მე მინდა ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, ვიაროთ წინ, ვიაროთ ერთად დაბრკოლებების გარეშე, თავისუფლად. მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, რადგან მათ არ სჭირდებათ საქართველოში თავისუფალი ხალხი. სამშობლოს სიყვარულისა და ღირსების დაცვის გამო თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 ათას ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ!
დღეს საკნის ოთხი კედელი სწორედ თავისუფლების ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, თავისუფლება 40 ათასი ლარი არ ღირს. ეს არცერთი ადამიანის, არცერთი ჯგუფის და მითუმეტეს, არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის, თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის. ახლა დგება წუთი, როდესაც საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე დღეს სანდროსთვის პასუხი, თუ რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნი, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს ამ კითხვაზე პასუხს, რომ მე აქედან, სწორედ ხვალინდელი დღისა და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი. ვარ მართალი, ვარ მხნე.
ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი. ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან, იმიტომ, რომ უკეთესი საქართველო იწყება აქ და დღეს. ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი ბევრად უკეთსია, არ დავნებდებით და არ შევშინდებით, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ. ვიყოთ მხნედ, ლაღად, ძლიერად! გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ!“- წერს ნიკა მელია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY