08/03/211 352 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ ამ დღეში, ეს ადამიანი ყოფილა მანიაკი - ქუთაისელი რეპერი ბერაზე

ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის აგრესიის ადრესატები, ქუთაისელი მუსიკოსებიც გახდნენ. "მთავარ არხთან" საუბრისას რეპერი გიორგი გურეშიძე დუმილს 8 წლის შემდეგ არღვევს.
"რეგრესი" ასე ჰქვია სიმღერას, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ ვითარდება პროცესები 2012 წლის შემდეგ, ამავე კლიპში მუსიკოსები დახმარებას ბერა ივანიშვილს სთხოვდნენ. დახმარების ნაცვლად, მუსიკოსს ივანიშვილთან დაახლოებული პირი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ვიდეო წაეშალათ. უარის მიღების შემდეგ ის ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ მოქარაზე გადავიდა.
"ეს ამბავი მოხდა დაახლოებით 8 წლის უკან და ამას მოჰყვა სწრაფი რეაგირება ბერა ივანიშვილის მხრიდან. მაგ დროს იყო ერთ-ერთი რეპერი, არ დავასახელებ შეგნებულად, ყველამ იცის, გუშინდელი სიუჟეტიდან ბევრმა ახსენა ეს რეპერი. იმ დროს იყო ბერას პაიკი, ასე რომ ვთქვათ. 
გაისმა ჩვენ ტელეფონში მუქარის შემცველი ზარი, სადაც გვემუქრებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს სიმღერა უნდა წაიშალოს. როცა სიმღერა წაიშალა უკვე, ამის შემდეგ დაახლოებით ერთი კვირის თავზე, სრულიად შემთხვევით, სახლში მოვდიდოდი, დამხვა ავტომობილი, უცნობი ტიპები მეუბნებოდნენ დაჯექი მანქანაში. ჩამსვევს და მელაპარაკებოდა 2 ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა თავს მიხედე, ოჯახს მიხედე და შეეშვი იმ ყველაფერს რაც გააკეთე. 
როდესაც ეს რეპერი მესაუბრებოდა, იმდენად გაბრაზდა როცა ვუთხარი რომ არ წავშლი, არ გავაკეთებ, ბოლო ბოლო რა გინდა, რომ დაგალაპარაკოო და მომესმა ხმა, კაი რა, რა უნდა დამალაპარაკო, მიდი რა შენ მიხედეო და ეს ვიცი, რომ იყო ბერა ივანიშვილი. 
თურმე მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ ამ დღეში და ეს პიროვნება, საერთოდ ყოფილა მანიაკი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თუ მართლა რეპერი ხარ კრიტიკის მიღებაც უნდა შეგეძლოს, პირველ რიგში, მეორე, ხალხს არ უნდა უგზავნიდე მოსაკლავად იმ ბიჭებს, რომლებსაც არ მოსწონთ შენი სიმღერა", - ამბობს რეპერი გიორგი გურეშიძე.
ქუთაისელმა მუსიკოსის თქმით, დუმილი 8 წლის შემდეგ იმიტომ დაარღვია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეგონა ერთადერთი იყო, ვისაც მსგავსი რამ შეემთხვა და საზოგადოება მონაყოლს არ დაიჯერებდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,