15/03/204 549 ნახვა წყარო: 1tv.geფოტო: 1tv.ge

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული აღმოაჩინეს

აღმოაჩინეს კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეული, რომელიც აქამდე ჯერ აღმოჩენილი არ იყო. ამ აღმოჩენამ შეიძლება მიგვიყვანოს ანტივირუსული პრეპარატის შექმნამდე.
„უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო“, — ამბობს უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი. მათი კვლევა ამჟამად სხვა მეცნიერთა მხრიდან რეცენზირების პროცესშია და ხელმისაწვდომია ონლაინპლატფორმა BioRxiv-ზე. ამის შემდეგ კი, ჯგუფი იმედოვნებს, რომ სტატია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება.
„სტატიაში ჩვენ ვიუწყებით მონოკლონური ანტისხეულის აღმოჩენის შესახებ, რომელიც ანეიტრალებს SARS-CoV-2-ს, ვირუსს, რომელიც იწვევს კორონავირუსულ დაავადება COVID-19-ს“, — წერენ მკვლევრები აკადემიური ნაშრომის შესავალში.
მათი განცხადებით, მათ მიერ ნაპოვნი ანტისხეული ახდენს ვირუსის ნეიტრალიზებას და გვთავაზობს როგორც COVID-19-ის, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის ქვეგვარის ვირუსების მიერ გამოწვეული სხვა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის პოტენციალს.
„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს გახლავთ პირველი ანტისხეული, რომელიც ინფექციას ბლოკავს, მსგავსი აღმოჩენა ძალიან იშვიათია“, — განმარტავს გროსველდი. ამ აღმოჩენის წყალობით, შეიძლება შეიქმნას მედიკამენტი, რომელსაც კორონავირუსის ამჟამინდელი შტამით ინფიცირებულ ადამიანთა სამკურნალოდ გამოვიყენებთ. გროსველდის თქმით, მისი შექმნა ვაქცინაზე სწრაფად არის შესაძლებელი, მაგრამ ესაჭიროება რამდენიმე თვის განმავლობაში ტესტირება და ამავე დროს, მისი წარმოება ვაქცინაზე უფრო ძვირი იქნება.
„ჩვენ ახლა ვცდილობთ მოვძებნოთ ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ამ ანტისხეულის ფართომასშტაბიან, პრეპარატის სახით წარმოებას შეძლებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY