24/03/203 406 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

2 მასშტაბური კვლევა კორონავირუსის სამკურნალო საშუალების დასადგენად

ევროპაში COVID-19-ის სამკურნალოდ ექსპერიმენტული წამლების ცდები დაიწყო. 
კლინიკური ცდა „დისქავერი“, რომელსაც კოორდინაციას უწევს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საზოგადოებრივი ინსტიტუტი,   ევროპული პროექტია, რომლის ფრანგული ნაწილიც საფრანგეთის უმაღლესი განათლების სამინისტროს, კვლევისა და ინოვაციების სამინისტროს, ასევე ჯანდაცვისა და სოლიდარობის სამინისტროს მიერ ფინანსდება.
კვლევაში მონაწილეობს 3 200 პაციენტი ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან. 
„დისქავერი“ იკვლევს ანტივირუსულ პრეპარატებს: რემდესივირ (ებოლას სამკურნალო პრეპარატი), ლოპინავირ/რიტონავირს (აივ-შიდსის სამკურნალო პრეპარატი) და ჰიდროქსიქლოროქინს (მალარიის საწინააღმდეგო წამალი).
ამავდროულად, ამავე მედიკამენტების მონაწილეობით, მიმდინარეობს ჯანმოს მასშტაბური კვლევა COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტის დასადგენად, რომელშიც მონაწილეობს ტაილანდი, არგენტინა, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, ირანი, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი და შვეიცარია. კვლევაში, სახელად სოლიდარობა, მოწმდება ოთხი სხვადასხვა წამალი ან მათი კომბინაციები:
  • რემდესივირი
  • ორი წამლის კომბინაცია – ლოპინავირი და რიტონავირი
  • ორ პრეპარატს პლუს ინტერფერონი ბეტა 
  • ქლოროქინი
„ევრონიუსი“ წერს, რომ ევროპაში კლინიკური კვლევები მოიცავს ჰიდროქსიქლოროქინის შემოწმებას, პრეპარატის, რომლის პოტენციური ეფექტურობა COVID-19-ის მკურნალობაში, ფართოდ განიხილებოდა მედიაში. ეს არის ნაკლებად ტოქსიკური ვერსია მალარიის საწინააღმდეგო საშუალება ქლოროქინისა, რომელიც 1940-იანი წლებიდან გამოიყენება. 
წამალი გამოყენებული იქნა მარსელში, საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის მქონე 24 პაციენტის სამკურნალოდ, ცდის წინასწარი შედეგები კი  20 მარტს გამოქვეყნდა International Journal of Antimicrobial Agents-ში.
კვლევის თანახმად, მიუხედავად ნიმუშთა მცირე მოცულობისა, ჰიდროქსიქლოროქინითა და ანტიბიოტიკით მკურნალობამ რამდენიმე პაციენტში ვირუსის „შემცირება/გაქრობა“ აჩვენა.
„ექვსი დღის შემდეგ ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი სხვაობა იმ პაციენტებს შორის, რომლებიც მკურნალობდნენ ამ პრეპარატებით და რომლებიც არ მკურნალობდნენ,“ –  თქვა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა დიდიე რაულმა, რომელიც მარსელის იმ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელია, სადაც კვლევები ტარდება. მისივე თქმით, პაციენტების 75% გამოკეთდა მკურნალობის შედეგად.
დიდიე რაულმა თქვა, რომ ზოგიერთმა პაციენტმა ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 48 საათში. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იუწყება, რომ ყველა პაციენტს, რომელსაც მიიღებენ, ამ თერაპიით უმკურნალებენ,“ – წერს „ევრონიუსი“.
თუმცა ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტიანია ეს პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ორშაბათს გააფრთხილა ქვეყნები “შეუმოწმებელი მკურნალობის” შესახებ.
„ამჟამად არ არსებობს მკურნალობა, რომელიც დადასტურებულია, რომ ეფექტიანი იქნება COVID-19– ის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა  ტედროს გებრეისუსმა, თუმცა აღნიშნა, რომ დასაფასებელია სპეციალისტების მიერ გაწეული ძალისხმევა.
ამავე თემაზე: ჯანმო: პანდემია აჩქარდა, ვირუსს უნდა შევუტიოთ
„სწორი მტკიცებულების გარეშე, შეუმოწმებელი წამლის გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ცრუ იმედი“, – თქვა მან და დასძინა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტების უკმარისობა, რომლებიც სხვა დაავადებების მკურნალობისთვისაა აუცილებელი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY