Mortgage
Babajana LOGO

კორონავირუსისგან განკურნებულ 10 პაციენტს შორის ე.წ. #4 პაციენტიცაა, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო

25 მარტს 2020 16:50ნახვები 908წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
კორონავისურისგან განკურნებულ 10 პაციენტს შორის ე.წ. #4 პაციენტიცაა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს, 44 წლის მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაეწერა.
"გამოჯანმრთელებული პაციენტი გუშინ გაეწერა. ის კლინიკაში 20 დღის მანძილზე მკურნალობდა", - განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის მე-4 შემთხვევა საქართველოში 5 მარტს დაფიქსირდა. 44 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი სიმპტომები განუვითარდა. მისი მდგომარეობა 2 კვირის განმავლობაში მძიმე იყო. მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

World Class MMA & Judo
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office