საქართველოში კორონავირუსისგან 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 87 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 87 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.