მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა რამდენადაც ვირუსი გავრცელებას ჩინეთის საზღვრებს მიღმა განაგრძობს. როგორც BBC წერს, გლობალურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი არა ის შემთხვევებია, რომელიც ჩინეთში ფიქსირდება, არამედ სხვა ქვეყნებში. ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შიშობს, რომ ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს ქვეყნებში, რომელთა ჯანდაცვის სისტემა სუსტია.
ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობით 170 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთის გარდა 18 სხვა ქვეყანაში ამ ვირუსით ავადობის 98 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არცერთი პაციენტი არ დაღუპულა.
ამასთან, გამოვლინდა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადადების 8 შემთხვევა გერმანიაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და აშშ-ში.