Babajana LOGO

საქართველოში ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" აღარ იმოქმედებს

22 მაისს 2020 15:02ნახვები 556წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
23 მაისიდან, ანუ, დღეს ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც ვირუსი ბოლომდე დამარცხებული არ არის მთავრობას კვლავ უწევს აქტიური ღონისძიებების გატარება.
"დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზეც. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საკორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისიდან ანუ დღეს ღამის 12:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდეს "კომენდანტის საათიც". მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და ჩვენ კვლავაც გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ კოვიდ-19-ის გავრცელება. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა არ დადგეს რისკის ქვეშ უმთავრესი ღირებულება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office