Babajana LOGO

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს

03 ივლისს 2020 07:11ნახვები 934წყარო: imedinews.geფოტო: imedinews.ge
ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით, საპარლამენტო ლიდერების მხრიდან გაისმის ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი, სიძულვილის ენით გამოთქმული ეპითეტები და არაერთხელ მოიხსენიებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას როგორც კრიმინალურ პარტიას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მის თქმით, ეს ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები მოგვიწოდებენ და შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართონ.
„ეს არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქის, ჩვენი ამომრჩევლების შეურაცხყოფა. ეს ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები მოგვიწოდებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს უფრო მეტად სანდოობის აღმძრავი და ჩატარდეს იგი სტაბილურ ვითარებაში. "ქართული ოცნება" შეგნებულად ხელს უწყობს ვითარების დაძაბვას. ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ სახელმწიფოებს, ასევე, გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს რათა აღიკვეთოს ეს უმსგავსო და აღვირახსნილი საქციელი „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიებისა, ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" კვლავ აპირებს არჩევნებში გამოიყენოს ის მეთოდები, რომლისთვისაც არაერთხელ მიუმართავს. დაშინება, ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ზონდერ ჯგუფებით, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სუს - სა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ ამომრჩეველზე ზემოქმედება და მათ შორის, ასეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სიძულვილის ატმოსფეროს დანერგვას წინასაარჩევნო პერიოდში. პასუხს მოვთხოვთ ყველას, როგორც პოლიტიკურად არჩევნებზე, ასევე სამართლებრივი გზით. ჩვენ გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან და შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მივმართოთ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania