Babajana LOGO

პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა

19 იანვარს 2020 13:43ნახვები 617წყარო: ფოტო:
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ "მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან".
"გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი!",- აღნიშნა პატრიარქმა.
ქადაგების შემდეგ პატრიარქმა სურამ-ხაშურის და რუსთავის ეპარქიებიდან ნორჩი ჩოხოსნები დალოცა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals