20/07/201 513 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ჩვენ ვიხილეთ ყოფილი ჩინოვნიკები, მდუმარე დეპუტატები, ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენები

"მორჩილების ხარისხი ამ შემადგენლობაში უკვე ცაშია ასული. ბიძინა ივანიშვილმა სულ 7 წუთამდე ილაპარაკა. შევეცადე დამეთვალა და თითოეულ წუთში მოდიოდა ორი ტაში," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების შერჩევის მიზეზი არა მათი კომპეტენცია, არამედ ბიძინა ივანიშვილისადმი უსიტყვო მორჩილებაა.
"თუ ვინმეს უნდა, რომ წარმოიდგინოს წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით, აი, ეს იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს წარუმატებელი გუნდი შედგება: ყოფილი ჩინოვნიკ-ბიუროკრატებისგან, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში დააქციეს ქვეყანა; მდუმარე დეპუტატებისგან, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის პერიოდში ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა; კორუმპირებული თუ სახელმწიფო ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენებისგან, რომელთა ერთადერთი ამოცანა საკუთარი ბიზნესისთვის სასარგებლო პროექტების შოვნაა. ამ გუნდს შეუძლია ამ უმძიმესი კრიზისიდან ქვეყნის ამოყვანა?! ვინმეს სჯერა, რომ მათ აქვთ აზრები, იდეები, ხედვები?! ვინმეს სჯერა, რომ მათ შესწევთ პრობლემების გადაჭრის უნარი?! ეს ხომ ის ხალხია, ვინც 8 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა. რატომ უნდა ვენდოთ მათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში რამეს გააკეთებენ?! აი, ეს არის "ქართული ოცნების" დღევანდელი სახე, რომლის მთავარი მახასიათებელი არის ბატონისადმი უსიტყვო მორჩილება, მორჩილება, მორჩილება! თუ გინდა "ქართული ოცნების" "კარზე" რაიმეს მიაღწიო, უსტყვოდ მორჩილი უნდა იყო. მორჩილების ხარისხი ამ შემადგენლობაში უკვე ცაშია ასული. ეს პირველივე პრეზენტაციისას გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა სულ 7 წუთამდე ილაპარაკა. შევეცადე დამეთვალა და თითოეულ წუთში მოდიოდა ორი ტაში. ამით მან გააუმჯობესა ჩრდილოეთ კორეის მმართველის შედეგი. მას წუთში ერთხელ უკრავენ ტაშს," - განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA