21/07/201 449 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მარინა ეზუგბაია - რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური, ნამდვილად უნდა შევასრულოთ - კორონავირუსი არსად წასულა, აქ არის

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტია მოთავსებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 3 ახალი პაციენტიდან ორი მკურნალობაში მყოფი პაციენტების კონტაქტია, ხოლო ერთი პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
„ჩვენი ცენტრის მონაცემების მიხედვით, ჩვენ დღეს გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი, გამოჯანმრთელებული გუშინ არ გვყოლია, შეგვემატა 3 ახალი პაციენტი, ამ 3 პაციენტიდან, 2 პაციენტი გახლავთ ჩვენს ცენტრში მკურნალობაში მყოფი პაციენტების კონტაქტები, ხოლო ერთი პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ. მისი განმარტებით, თუ დადგენილი რეგულაციები შესრულდება, არ იქნება იმის საფრთხე, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს.
„ერთნიშნა რიცხვები, ან თუნდაც 10-11 კატასტროფა არ არის. კოვიდთან მიმართებით შემთხვევების ასეთი მატება ქვეყნის მიღწევებზე გავლენას არ მოახდენს. ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტის კვლევა და წყაროს დადგენა ხორციელდება და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ხედავთ, უკვე 6 თვეზე მეტი გავიდა და დაავადებათა კონტროლი ამ პროცესს წარმატებით ახორციელებს, ასეთივე წარმატებით გააგრძელებს.
თქვენზე, ჩემზე, მოსახლეობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევასრულებთ დადგენილ რეგულაციებს. ეს რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური, ნამდვილად შესრულებადი უნდა იყოს. უნდა შევასრულოთ რეგულაციები, ინფექციის მკაცრად გაკონტროლება უნდა ხდებოდეს. ასე თუ გაგრძელდება ქვეყანაში, არ იქნება საშიშროება იმისა, რომ ეს სიტუაცია უმართავი გახდეს, იქნება ასეთივე ზომიერი და კონტროლირებადი მატება. ჩვენ ვამბობთ, რომ კოვიდ-19 არსად წასულა და აქ არის. ჩვენს გარშემო ქვეყნებში ხომ ხედავთ, რა ხდება? ჩვენ ოაზისივით ვართ სხვა ქვეყნებთან მიმართებით. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ, უნდა გავითვალისწინოთ რეგულაციები და შევასრულოთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY