15/08/201 496 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სიძულვილის ენა პოლიტიკაში - "ოცნება" წინასაარჩევნოდ მხოლოდ ოპონენტების გაშავებითაა დაკავებული

მოქმედი ხელისუფლება, რომლმაც უკვე ერთი კვირაა ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო, მხოლოდ წინა ხელისუფლების გაშავებითაა დაკავებული. არავინ საუბრობს, როგორ აპირებს "ოცნება" შეუსრულებელი დაპირებების შესრულებას, როგორია ივანიშვილის გუნდის ეკონომიკური გეგმა, რა ეშველება ლარს და რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. სამაგიეროდ, "ოცნების" გუნდში კარგად ახსოვთ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა და წარმატების მიღწევას, ხელისუფლებაში 8-წლიანი ყოფნის შემდეგაც, ოპონენტების "ლანძღვით" ცდილობენ.
მათი მხრიდან სიძულვილის ენით საუბარს ოპოზიციაში ეხმაურებიან. ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულება თავად უმრავლესობას დააზიანებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მთავრობის განცხადებები, რომ მათი მთავარი მიზანი ოპოზოციის განადგურებაა, საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილია. დეკანოიძის აზრით "ოცნების" გზავნილები სამარცხვინოა, რის გამოც, შესაძლოა, სანქციებიც დაეკისროთ.
 სიძულვილის ენის გავრცელება და მათ შორის ძალიან მძიმე განცხადება, რომ მთავარი მიზანი ოპოზიციური პარტიის განადგურებაა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნრელოვანი გზავნილია და პარტნიორები სანქციებს დაუწესებენ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, - ამბობს დეკანოიძე.
 "ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთლის შეფასებით კი მთავრობის მხრიდან ისევ ცხრაწლიან რეჟიმზე საუბარი სისუსტის ნიშანია და მეტყველებს, რომ "ოცნებას" სხვა სათქმელი აღარ დარჩა. 
სხვა აღარაფერი აქვთ სათქმელი გარდა იმისა, რომ მტრის ხატი შექმნან და სიძულვილი დათესონ.
ჩემი აზრით, ეს სუსტი პოზიციაა. ერთი, რომ ძალიან ცუდად მოქმედებს და იმოქმედებს საარჩევნო გარემოზე და მეორე საზოგადოებაში მძიმე განწყობებსა და დაპირისპირებას ხელს უწყობს. ხელისუფლება ამას ვერ ხვდება. ასეთ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს უფლება ქვეყანა მართოს
, - აღნიშნა გიგი წერეთელმა
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და მაჟორიტარობის კანდიდატებს ამომრჩევლებს აცნობს, მმართველი გუნდის ლიდერები გამოსვლებში ისევ "9 წლიან რეჟიმზე" საუბრობენ. ამ კუთხით გამორჩეულია თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი 8 წლის მერეც "ნაციონალური მოძრაობის" დასრულების" პირობას დებს და ამას საერთო, ეროვნულ ამოცანადაც ასახელებს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA