25/08/201 687 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნას ითხოვს

ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.
ნორმალურ სახელმწიფოში, როდესაც ამგვარი დაფინანსების შესახებ გახდებოდა ინფორმაცია ცნობილი, დაუყოვნებლივ დაინტერესდებოდა ამ საკითხით არა მხოლოდ აუდიტის სამსახური, არამედ ასევე პროკურატურა, რადგან საქართველოს კანონი კრძალავს უცხო ქვეყნის ფინანსური სახსრების შეღწევას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს, როდესაც ხდება პირდაპირ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან. დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორი იქნებოდა "პოატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან მოხსნა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ გავრცელებული დოკუმენტები ცხადყოფს არა მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის", არამედ მმართველი პარტიის გეგმებსაც.
პოლიტიკური პარტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ღიად იყო ასოცირებული "ქართულ ოცნებასთან", რომელსაც "ქართული ოცნება" ღიად მოიაზრებს თავის კოალიციურ პარტნიორად, ფინანსდება რუსეთიდან. ეს არის საფუძველი არა მარტო ინაშვილის არჩევნებიდან მოხსნის, არამედ იმის გააზრების, თუ რას აკეთებს "ქართული ოცნება" და რა ამოცანები აქვთ ამ არჩევნებში, - განმარტავს კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ "დოსიე ცენტრს" ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთიდან ფინანსდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ "პატრიოტთა ალიანსზე" თავდასხმა ოპონენტი პოლიტიკოსების დაკვეთაა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,