Babajana LOGO

არჩილ თალაკვაძე - თუ ახალ საარჩევნო მოდელზე ვერ შევთანხმდებით არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით

20 იანვარს 2020 13:26ნახვები 575წყარო: ფოტო:
თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ახალ საარჩევნო მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით, რაც მოხდება - არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა მისივე თქმით, ბურთი ჯერჯერობით ოპოზიციის მოედანზეა.
"ჩვენ შეთავაზებული გვაქვს ოპოზიციისთვის კომპრომისული ვერსია, 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციულის რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე, ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე. მომდევნო რაუნდში ველოდებით კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ახალ მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით რაც მოხდება - არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით",- განაცხადა თალაკვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals