20/09/201 688 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ან გამარჯვება ან ჩვენი იმედების სიკვდილი"- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. კამპანია "ერთად სახლშის" ფარგლებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ემიგრანტებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და იმ გეგმებზე ესაუბრა, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის სიღარიბიდან ამოსაყვანად, დაიყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.
მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება სიღარიბის დაძლევაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ მოკლა ტურიზმის სფერო, არ გააგრძელა არც ერთი ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მის დროს დაიწყო და ამის მაგალითად მან ტყიბულში, თბოელექტროსდაგურის მშენებლობა მოიყვანა, რომელიც 2013 წელს შეაჩერეს. მისივე თქმით, აშენების შემთხვევაში, სადგურზე 7 ათასამდე ტყიბულელი დასაქმდებოდა.
"სიღარიბე არ არის საქართველოს ტრადიცია. ჩვენ უნდა ვიყოთ მდიდარი ქვეყანა...როგორ შეიძლება საქართველოში ცხოვრობდე და იყო ღარიბი?" - ამბობს სააკაშვილი
მისივე თქმით, პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო სოციოლოგიური კვლევით, ოპოზიციის საერთო რეიტინგი მმართველი გუნდისას აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და ამის მერე ქვეყანას სწრაფად უნდა დაიწყოს განვითარება, რადგან საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს.
"ის, რაც ამათთვის არის გერი, ჩემთვის არის პირმშო" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი და პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში 4 წლის თავზე 20 მილიონი იქნება შემოსული.
მესამე პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრობის კანდიდატმა დღეს კიდევ ერთხელ ახსენა მისი ხელისუფლების მთავარი შეცდომა - მართლმსაჯულება-  მე თვითონ გავხდი ჩემი მთავარი შეცდომის მსხვერპლი - ამბობს მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ერთხელ საუბრობს უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანის აუცილებლობაზე, გარდა ამისა, ამბობს, რომ მთლიანად შეიცვლება ძალოვანი სტრუქტურების მმართველობის ფრომა და პოლიციის უფროსს პარლამენტი აირჩევს. 
მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს, მოემზადონ ოპოზიციაში გადასასვლელად. ის ამბობს, რომ არ იქნება რევანში და სისხლის სამართლებრივი დევნა:
"მოემზადეთ წულუკიანებო, ღარიბაშვილებო, გახარიებო, ერთმანეთში გაინაწილეთ, ერთმა მაინც უნდა მისცეთ ხმა შემდეგ პოლიციის უფროსს... არავის ეცლება თქვენ გდიოთ და გედავოთ.
მათი ( ქართული ოცნების ხელისუფლება) ყველზე დიდი დასჯა იქნება წარმატებული საქართველო და არა სისხლის სამართლებრივი დევნა. არ შეიძლება ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ერთი და იგივე წრეზე ბრუნვა" ამბობს მიხეილ სააკაშვილი და ემიგრანტებს ქვეყანაში დაბრუნებისთვის სათანადო პირობების შექმნასაც პირდება:
"ჩემი ოცნების საქართველო არის მინიმუმ 6-7 მილიონიანი ქვეყანა...
ან გამარჯვება ან ჩვენი იმედების სიკვდილი...სიკვდილის ყველა კარი დავრაზოთ, ეს იქნება ძლევაი საკვირველი და რადგან არ იქნება სიკვდილი, ეს იქნება გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება 31 ოქტომბერს" ამბობს მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის დროს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY