26/09/201 681 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, ან გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ზუსტი გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელსაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ გარდაუვალ მომენტამდე, როცა საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ისევ დაადგება სწრაფი განვითარების და პრობლემების გადალახვის გზას.
მინდა უბრალოდ ვისაუბრო იმაზე, თუ რა პრობლემებია ახლა. პირველ რიგში, ეს არის ვირუსი და მაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე. ეს ტემპები გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და ეს გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, სასწრაფოდ როგორმე უნდა მოვახდინოთ განეიტრალება, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა პირველ რიგში, ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე, უამრავ ადამიანს მოუსწრაფავს სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ამას აქვს პოტენციალი ბოლომდე გაანადგუროს ისედაც მომსპარი ეკონომიკა. ეს გეგმა ჩვენ გვაქვს“, - აცხადებს სააკაშვილი.
ის საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში ისევ სწრაფი წინსვლა დაიწყება. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხე არა სააკაშვილი, არამედ, საქართველოს სწრაფი განვითარებაა.
„როგორია ახლა ტაქტიკა არსებული ოლიგარქული წყობის. დაცვის პირველ ხაზად ისინი ოპოზიციური ჯგუფების რაღაც ნაწილს იყენებენ, რომელთაც აქტიურად მისცეს სააკაშვილის ლანძღვის დავალება, ზოგიერთი მათგანი ამას საკუთარი სურვილითაც აკეთებს, იმიტომ რომ ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა ჩემი პრიოვნება კი არა, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება და წინსვლა და ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ჩემთან. ქართველმა ხალხმა იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, დაიწყება ისევ სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი და არა რაღაც სისხლისსამართლებრივი დევნა, რევანში, რომლის წინააღმდეგიც მე პირადად კატეგორიულად ვარ და ეს არ განხორციელდება, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანამ ერთი და იგივე წრეზე იაროს, მაგრამ მათი დასჯა იქნება ჩვენი სწრაფი განვითარება, ამიტომ ეშინიათ ჩვენი ყველაზე მეტად. ახლა ხდება მონტაჟების გაკეთება სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, რაღაც ჩანაწერების გამოყრა ნამდვილის, თუ ტყუილის, მერე ბილბორდებზე ჩემი და ჩემთან წარსულში თუ ახლა ასოცირებული რამდენიმე პირის მოჭყანული სახეების დახატვა და ხალხის დაშინება ისევ, „ბუა მოდის“ და „მგელი მოდისო“. რაც მეტად გამომხატავთ ბილბორდზე, მითუმეტეს, რომ კანონით აკრძალეთ ჩემი ჩვენება ჩვენ საარჩევნო რეკლამაში, მით უფრო კარგია ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, თქვენ დროს შემცირდა, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ დროს იყო სწრაფი პროგრესი მათ შორის, საქართველოს პოზიციის დამკვიდრებისთვის მთელ მსოფლიოში და თქვენ დროს საქართველო პრაქტიკულად გაქრა რუკიდან. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ჩვენ დროს მოხდა აღორძინება, მკვეთრი გაძლიერება საქართველოში რწმენის, ტრადიციული ფასეულობების, ჩვენ დროს აღდგა ბაგრატი, ასეულობით ძეგლი და თქვენ აგერ გაანადგურეთ გელათი. მართლა გული მიკვდება ამ ყველაფერს რომ ვუყურებ. ქართველმა ხალხმა იცის განსხვავება და რაც მეტად შეახსენებთ, მით უკეთესი...
საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა მაინც იცვლება და მათი არჩევანის თავისუფლება არის დაცული, ისინი არიან პიროვნებები და უნდა ამოვიდნენ არა იქიდან, უფროსი რას ეტყვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. ჩვენ ახლა აღარ გვაქვს დასაკარგი დრო, საქართველოს აქვს წარმოდგენლად მაგარი პერსპექტივები. ჩვენთვის ეს არის ან გამარჯვება, ან საქართველოს პერსპექტივის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი. ასე, რომ სიკვდილს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ასეც იქნება!“ - აცხადებს სააკაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY