Babajana LOGO

ჩვენ მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით - სალომე ზურაბიშვილი

30 სექტემბერს 2020 17:52ნახვები 1 083წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე სიტყვითგამოსვლისას გააკეთა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა სამიტზე საქართველოს მდიდარი და უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მის დაცვასა და შენარჩუნებაზე:
ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით.  ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა.  
COVID-19-ს პანდემიამ მხოლოდ განამტკიცა ჩვენი აღქმა, რომ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება და დისბალანსების გამომწვევი კლიმატური ცვლილებები და რომ პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა.  დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გადაუდებელი ტრანსფორმაციული ცვლილებების საჭიროებას ვხედავთ. 
რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ათასობით ენდემური ჯიშითა და ასი ათასობით ჰექტარზე გადაჭიმული დაცული ტერიტორიით. 
„ზურმუხტის ქსელის“ მეშვეობით, რომელსაც ახლახან შევუერთდით, ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20% წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania