05/10/202 154 ნახვა წყარო: pia.geფოტო: pia.ge

ნათელაშვილი სააკაშვილს: თანამდებობაზე ოცნებას თავი დაანებე

„მიხეილ სააკაშვილს არ ასვენებს ლეიბორისტული პარტიის დარდი. მის განცხადებებს ადრე არ ვეხმაურებოდით. თუმცა წუხელ, მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, სადაც ჩვენი მონაცემი პირდაპირ სააკაშვილის ნაკარნახევია, არ გვიტოვებს უფლებას არჩევნების წინ გავჩუმდეთ და რეაქცია არ გამოვხატოთ“,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოპოზიცია მოქმედ ხელისუფლებას უნდა ებრძოლოს და არა ერთმანეთს.
„თუ მიხეილ სააკაშვილის პრინციპია, უჩემოდ ქვა-ქვაზე არ დარჩენილა - ამას ძნელად დავიჯერებთ, მაგრამ საქმეები მეტყველებს მოვლენების ამგვარ განვითარებაზე. მე უფლებას ვიტოვებ გამოვთქვა ეჭვი, რომ ივანიშვილს და სააკაშვილს შორის გრძელდება ფარული პიროვნული თანამშრომლობა და ალიანსი, რისი მაჩვენებელიც გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გამსვლელ სიაში ამ პარტიის სახელოვანი ლიდერების ნაცვლად, ივანიშვილის ოლიგარქთა ჩაწერა, როგორიც არიან ოქრიაშვილი, ჩოჩელი, ხაბულიანი და ნიკოლაიშვილი.
პირველსავე შემთხვევაში, როცა საქმე მიდგება კოალიციური მთავრობის შექმნაზე, ოთხივე ივანიშვილისკენ გადაიხრება და არცერთ შემთხვევაში ოპოზიციისკენ.
მე მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, თანამდებობაზე ოცნებებს თავი დაანებოს, ის ორი ვადით იყო უკვე პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტობა დამთავრდა ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვით, პუტინის ოლიგარქიის მოსვლით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით და შემდგომ მისი სახურავებზე სირბილით კიევში. საკმარისია ეს ყველაფერი.
ის ვალდებულია მორალურად, პოლიტიკურად, ადამიანურად, ხელი შეუწყოს ოპოზიციური ძალების თანამშრომლობას, კოორდინაციას, პუტინისტური ოლიგარქიის მოცილებას, ჩვენი ქვეყნის გადაყვანას პოლიტიკური, სოციალური განვითარების ახალ სიმაღლეებზე და არცერთ შემთხვევაში არ მოგვაბეზროს თავი პრემიერ მინისტრობით, პოლიტიკური მითითებებით, რეიტინგების შედგენით და საკუთარ სიებში ივანიშვილის ოლიგარქთა ჩაწერით. ეს არის მეგობრული რჩევა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. თუ გაითვალისწინებს იქნება კარგი, თუ არა - შედეგებს ვნახავთ“,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY