Babajana LOGO

უპასუხისმგებლო ძალაა, არ დავუშვებთ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ - თალაკვაძე ენმ-ზე

17 ოქტომბერს 2020 06:58ნახვები 391წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
პარლამენტის თავმდჯომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" მიერ ჩატარებული აქცია ხელისუფლების და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. მისი თქმით, არ დაუშვებენ, რომ მსგავსი უპასუხიმგებლო პოლიტიკური ძალები ხელისულფებაში დაბრუნდნენ. ამ თემაზე მან სამეგრელოში, მაჟორტარი დეპუტატის წარდგენის დროს ისაუბრა.
"ჩვენ მთლიანად მომავალზე ვართ ორიენტირებული, თუმცა არ დავუშვებთ, რომ ვინმემ სცადოს ჩვენი ქვეყნის წარსულში დაბრუნება, არ დავუშვებთ, რომ ისეთი უპასუხისმგებლო ოპოზიციური ძალები მომავალში იყვნენ პოლიტიკაში, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა და გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ. მას შემდეგ რაც აჭარაში ჯანდაცვის პროფესიონალებმა თავდაუზოგავი ზომით შეძლეს COVID-19-ის შემთხვევების სტაბილიზაიცა ამ უპასუხისმგებლო ძალამ ჩაატარა გუშინ ხალხმრავალი აქცია, ჩაიყვანეს ხალხი ყველა სხვა მუნიციპალიტეტიდან ყოველგვარი წესების დაცვით ( დარღვევით) ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რასაკვირველია ამას მოყვება ის, რომ ჩვენ მოგვიწევს აჭარაში კვლავ გავაორმაგოთ სამედიცინო რესურსები, ორჯერ უფრო მეტად დავტვირთოთ ექიმები, ექთნები და ეპიდემიოლოგები რომ ამას არ მოჰყვეს კიდევ შემდეგი გართულებები, არა მხოლოდ აჭარაში არამედ სხვა რეგიონებში", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, მათ საკუთარ წარსულთან აქვთ პრობლემები, "ქართული ოცნება" კი მომავალზეა ორიენტირებული.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტიამ საარჩევნო პროგრმაც გააცნო. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ბათუშმი შეკრებულ მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც მიმართა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania