24/10/21540 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მხარდაჭერა მესამე პრეზიდენტს - ქართველი ემიგრანტების აქცია ნიუ - იორკში

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კიდევ ერთი აქცია გაიმართა აშშ-ში, ნიუ იორკში. ქართველი ემიგრანტები გაერთიანებული ერების მოედანთან შეიკრიბნენ და მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს. 
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ რაც მან თავადვე გაავრცელა ვიდეოები და განაცხადა, რომ საქართველოში იყო. დაკავების დღიდან მესამე პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მის მხარდასაჭერად კი ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread