შევეგუოთ, რომ ის არის დამნაშავე და მოუწევს 6 წელი იჯდეს იქ, სადაც დღეს იმყოფება - კალაძე მესამე პრეზიდენტზე
"მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ის არის დამნაშავე, კონკრეტულ საქმეებზე აქვს დანაშაული, მინიმუმ, მას მოუწევს 6 წელი იჯდეს იქ, სადაც დღეს იმყოფება" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, კახი კალაძე მესამე პრეზიდენტის ახალ წერილს.
მისივე აზრით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" მიდგომებს არ შეცვლის, მათი ქმედება ყოველთვის მარცხისთვის განწირული იქნება.
მისივე აზრით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" მიდგომებს არ შეცვლის, მათი ქმედება ყოველთვის მარცხისთვის განწირული იქნება.
"გამოსავალს რომელი კრიზისიდან? ვის აქვს კრიზისი? ნაციონალურ მოძრაობას, მაგათმა უნდა იზრუნონ როგორ გამოვიდნენ ამ კრიზისიდან და მე მგონია, რომ ეს წლები ძალიან კარგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მომავალში, იმიტომ, რომ დესტრუქცია, ეს ყოველთვის არეულობის მცდელობა, მავნებლობა, ეს არის დამაზიანებელი პირველ რიგში მათთვის, რა თქმა უნდა, ქვეყანასაც აზიანებს, მაგრამ, პირველ რიგში, ხდება ამ კონკრეტული პარტიის მარგინალიზაცია, რაც სახეზე გვაქვს. შესაბამისად, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. [...]
დღემდე, მათი გადადგმული ნაბიჯები განწირული იყო ყოველთვის მარცხისთვის და თუ ასეთი მიდგომები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება", - ამბობს კალაძე.