29/11/21349 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მე მინდა დავიწყო იმით, თუ რატომ ვარ ამ დარბაზში და რატომ ვარ დღეს საქართველოში..." - მიხეილ სააკაშვილის სიტყვა

"მე მინდა დავიწყო იმით, თუ რატომ ვარ ამ დარბაზში და რატომ ვარ დღეს საქართველოში" - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესზე განცხადება გააკეთა. ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა და მოსახლეობას მიმართა
"მე მინდა დავიწყო იმით, თუ რატომ ვარ ამ დარბაზში და რატომ ვარ დღეს საქართველოში. აქ ვარ იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნაში, იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვე იკრიბება, ახლა უკვე ორი თვეა არ შეკრებილა გასაგები მიზეზების გამო, რომელსაც ესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი, რომელშიც შედის უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, სპიკერი პარლამენტის, ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს.
ჩემი ჩაწოდებით და ჩემი მომზადებული რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კანონი მიიღო ვერხოვნაია რადამ, ეს არის მიწის საკუთრების შესახებ კანონთა მთელი კრებული, სამშენებლო ნებართვების შესახებ, რომელიც არ აწყენდა არც საქართველოს, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი კორუფციაა ამ სფეროში, ელექტროენერგიის შესახებ და ახლა წასვლის წინ დავუტოვე სწორედ უკრაინის ეკონომიკის თავისუფლების აქტი, რომელიც საქართველოში მქონდა და გაუუქმა ამ მთავრობამ, ასევე, დავუტოვე უკრაინის ჯანდაცვის რეფორმების ფუნდამენტური პაკეტი. მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, მაგალითად იპსოსის გამოკითხვით ვიყავი, ხალს, როცა ეკითხებოდნენ, მთავარი, პირველ ადგილზე ვის ხილვას ისურვებდნენ უკრაინის პრემიერმინისტრად, და უფრო მეტიც, ორჯერ მაქვს ნათქვამი უარი უკრაინის პრემიერმინისტრობაზე პრეზიდენტ პოროშენკოს დროს, მინიმუმ ორჯერ. 
რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს არ ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც უკრაინაში. სახლიც მქონდა კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობდი ლექციებს, მაგალითად ამას წინად მექსიკაში ყველაზე ფეშენებელურ კურორტზე 600 მილიონერ და მილიარდერს წავუკითხე ლექცია საგადასახადო კოდექსზე, და რა თქმა უნდა, ყველა ამ ლექციებში მიხდიდნენ ბევრ ფულს. 
ამგვარად მე ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი საქართველოში სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ერთი შეძლებოდა გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოსვლის შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით ამას წინათ, არის მინიმალური. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ამ ყველაფერზე, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რა უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოთ ხსენებულზე, ყველაფერი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში გადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის პრაქტიკულად ძალიან დაბალი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 
ამის შემდეგ მან უკრაინის მოქალაქეებს სასამართლო დარბაზიდან უკრაინულად მიმართა.
მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომი და ის მოვლენები გაიხსენა, როდესაც აგრესორი ქვეყანა მას საქართველოს დატოვებას სთხოვდა: 
"2008 წელს, როდესაც რუსებმა შემომითვალეს ფრანგების სარკოზის მეშვეობით და ამერიკელების მეშვეობით, რომ მეორე დილას ისინი შემოდიოდნენ თბილისში და მე და ჩემს ოჯახს უნდა დაეტოვებინა დაუყოვნებლივ საქართველო. მათ დაბომბეს და მიწასთნ გაასწორეს მანამდე კოპიტნარის აეროპორტი ბათუმის აეროპორტის  მიდამოები, დაბომბეს თბილავიამშენის აეროპორტიც კი . ერთადერთი რაც არ დაბომბეს, ეს იყო თბილისის აეროპორტი და ერთდერთი მიზეზით, ეს იყო მათი ულტიმატუმი, რომ სააკაშვილი მოახტეს თვითმფრინავს და გაქუსლოს სადღაც უცხოეთში თავს ახლობლებთან ერთად. არ დაგიმალავთ, რომ ზოგიერთი ამერიკელიც მირჩევდა ეს გამეკეთებინა, ჩემი მეგობრები, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსები შემოვიდოდნენ და განახორციელებდნენ იმას, რაც პუტინი დაპირდა სარკოზის , ჩემი ერთი ადგილით დაკიდებას და ჩემი ახლობლების განადგურებას." - განაცხადა მიხეილ საააკშვილმა
გადაწყვეტილების მისაღებად, რა უნდა მექნა, დამჭირდა 2-3 წუთი" განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, იმ დროს, მისი ქვეყნიდან წასვლა, ნიშნავდა რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread