საპარტნიორო ფონდს „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა - თურნავა რეფორმაზე
მთავრობა საპარტნიორო ფონდის რეფორმას იწყებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უკვე დიდი ხანია რეფორმის სხვადასხვა მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა სწორედ საპარტნიორო ფონდთან ერთად და კანონპროექტიც მომზადებულია.
„კანონპროექტით, პირველ რიგში ფონდის რებრენდინგი მოხდება და მას დაერქმევა „საქართველოს განვითარების ფონდი“. გარდა ამისა, იქნება სიახლეები ბევრი სხვა მიმართულებით. საპარტნიორო ფონდი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მიმართულებით, რომ ბიზნესს სჭირდება დაფინანსების სხვადასხვა დივერსიფიცირებული მექანიზმი და მათ შორის კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე საპარტნიორო ფონდი, თუმცა უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა შეიქმნას."საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია - მისი 100% სახელმწიფო საკუთრებაშია. დაარსდა 2011 წელს. ხელმძღვანელი 2015 წლიდან დავით საგანელიძეა
მიმდინარეობს მასშტაბური რეფორმა სახელმწიფო საწარმოების და ეს პირველ რიგში საპარტნიორო ფონდს შეეხება. შეიცვლება მენეჯმენტ-სტრუქტურები, იარსებებს დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო. მთავრობის წევრების ნაცვლად იქნება დამოუკიდებელი პროფესიული ბორდი, ხოლო საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს დაევალება, რომ ფონდის ფინანსური აუდიტი და რესტრუქტურიზაციის გეგმა მომზადდეს, რომ საბოლოოდ, ის იყოს უფრო ძლიერი, თვითკმარი და მდგრადი ამ თვალსაზრისით. მოხდება პრაქტიკულად, ამ სტრუქტურის სრული განახლება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.