29/11/211 188 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - სააკაშვილი დღეს ცდილობდა ყოფილიყო აკადემიური, მაგრამ ეს იყო პირველი სერია

რაც ვნახეთ, ეს არის პირველი სერია, არ ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება. სააკაშვილის ერთ-ერთი ტაქტიკური ამოცანაც არის, რომ ხელისუფლება ცოტა მოეშვას, - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სასამართლო სხდომაზე.
მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტს შესაძლოა კონკრეტული გეგმა ჰქონდეს გაწერილი და ხუხაშვილის შეფასებით, დიდი ალბათობით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში აკადემიური გამოჩენილიყო.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, სააკაშვილი ცდილობს გარკვეული კეთილგანწყობა მოიპოვოს საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი პრეზიდენტი „მონსტრად“ დაუხატა.
„ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა, მოუხდა გახდომა. როდესაც ადამიანი ერთი საათი ფეხზე დგას და შეუძლია მწყობრად მეტყველება, ეს გასაგებია. პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელია მობილიზება ექსტრემალურ ვითარებაში. ვიზუალური აღქმა შეიძლება იყოს სუბიექტური გარკვეულწილად. ვიცნობ პოლიტიკოსებს, რომელიც შეიძლება კვდებოდეს, მაგრამ პოლიტიკურად რაღაც რომ აქვს სათქმელი, ისე წამოხტეს და გაცოცხლდეს, რომ ძალიან გაგიკვირდეთ. სააკაშვილი, რომ პოლიტიკური ცხოველია, აქ ორი აზრი არ არსებობს.
რაც შეეხება მის გამოსვლას, მას აქვს გარკვეული გეგმა. მისი დღევანდელი გამოსვლა იყო დაბალ რეგისტრში, ეს არ იყო ის მიშა სააკაშვილი, რომელსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, ანუ მუდმივად მიმტევი, აგრესიული და ა.შ. ეს შეიძლება გარკვეულწილად ავადმყოფობის შედეგიც არის, მაგრამ გარდა ამისა, პოლიტიკური გათვლა აქვს. მას არ ჰქონდა ობსტრუქცია ამოცანა, რადგან ის შესულია გრძელვადიან თამაშში. შესაბამისად, ყველა კოზირის მაგიდაზე გადმოლაგება დღეს არ უნდა. ის უფრო საუბრობდა ისტორიულ ჭრილში, წარსულზე, თავის დამსახურებებზე და ა.შ. რამაც შეიძლება ბევრი გააღიზიანა, მაგრამ ის ამას საუბრობდა უცხოეთისთვის. მას ესმის, რომ დღეს ყველა მისი სიტყვა იქნებოდა ციტირებული, მათ შორის უცხოურ პრესაში და ცდილობდა, რომ ყოფილიყო მაქსიმალურად აკადემიური. დღევანდელი მისი ამოცანა იყო აკადემიურობის შენარჩუნება, რაც პირდაპირ გეტყვით, რომ ასე არ გაგრძელდება. მე ვსაუბრობ მისი რიტორიკის აკადემიურობაზე, - არა შემტევი, არა ბრალმდებელი, ის ხომ მიჩვეული არის, რომ ყოველთვის იქით არის ბრალმდებელი, უფრო წარსულის პრიზმაში საკუთარი როლის წარმოჩინებაზე იყო ორიენტირებული და ეს უფრო მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისკენ იყო მიმართული.
რაც ვნახეთ, ეს არის პირველი სერია, არ ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება. მისი ერთ-ერთი ტაქტიკური ამოცანაც არის, რომ ხელისუფლება ცოტა მოეშვას ახლა, ამ პარანოიის შემდეგ, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა, არც ისე საშიშია. ის ადამიანებიც, ვისაც მიშათი აშინებდნენ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის საკმაოდ დიდი რაოდენობა არიან ადამიანები, ვინც დაარწმუნა ხელისუფლებამ, რომ მიშა თუ ჩამოვა, ქუჩაში დაიწყებს სირბილს და ყველას თავებს დაგვაჭრის. ამ ადამიანების განწყობაზეც ასე იმოქმედა, რომ არც ისეთი საშიშია მიშა.
არ ვიცი რომელ სერიაში, მაგრამ რომელიღაცა სერიაში ჩვენ უნდა ველოდოთ სერიოზულ დარტყმებს მისი მხრიდან ხელისუფლების მისამართით. მისი ამოცანა დღეს არ იყო იმ ტიპის ესკალაციაში შესვლა, რითაც ხელისუფლებას გაუჩნდებოდა იმის საფუძველი, რომ შემდგომ სხდომებზე ის არ მიეყვანათ. შესაბამისად, მან საშუალოვადიანი გეგმა აიღო, მან იცის, როდის უნდა გააკეთოს, ის რაც უნდა გააკეთოს და მანამდე ის იქნება ასეთი აკადემიური. შიეძლება რაღაც პროცესის ინიცირება მოხდეს შიგნით და გარეთ. მომეჩვენა, რომ მას აქვს გეგმა და მისი დღევანდელი აკადემიურობა იყო ამ გეგმის ნაწილი. ეს რაღაც ერთობლივ გეგმაში უნდა გადავიდეს, რომ სინერგია გაჩნდეს. ვფიქრობ, რომ ამ გეგმის ნაწილია პოლიტიკური მოძრაობა. ის შეეცდება მისი ეს პორტრეტი, რაც ხელისუფლებამ დახატა, რომ ის არის მონსტრი, ქუჩაში დასდევდა ვიღაცებს და თავებს აცლიდა, ამ პორტრეტის ნიველირება მოახდინოს იმისათვის, რომ საზოგადოებაში მისდამი აგრესია ცოტათი მოადუნოს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტოს, მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სხვა პირებით ჩანაცვლება.
„თუ 7 ნოემბრის კონტექსტში, თუ პროკურატურა ამბობს, რომ სამართლებრივად მიხეილ სააკაშვილიც აგებდა პასუხს, 20 ივნისთან დაკავშირებით რატომ ამბობს ხელისუფლება, რომ ეს იყო ცალკეული პოლიციელების გადაცდომა?! ღარიბაშვილი ხომ იყო თავდაცვის მინისტრი, იგივე ლოგიკით ღარიბაშვილიც უნდა გავასამართლოთ, თუ მტკიცებულებები პირდაპირი იქნება, უდანაშაულო ადამიანს თვალი დათხარესო, თვითონ ამ მთავრობის კაბინეტის წევრი არ იყო?!
თუ შენ გინდა საზოგადოების გამთლიანება, ამ დაპირისპირებიდან და სიძულვილიდან გამოსვლა, მაშინ ორი ადამიანი მოსაშორებელია, - ღარიბაშვილი და კობახიძე, - ორივე გახდა აგრესიის და დაპირისპირების სიმბოლო. თუ შენ პოლიტიკას ცვლი შემრიგებლობისკენ, ეს ორი ადამიანი უნდა ჩამოაშორო, ჩაანაცვლო ისეთი ადამიანებით, რომლებიც შედარებით ლოიალურები იქნებიან. ეს არის პოლიტიკური ლოგიკა, თუმცა, ხელისუფლების ქმედებებში ყოველთვის შეუძლებელია ლოგიკის დანახვა. თუ მათ უნდათ პოლიტიკური ესკალაციის ფაზიდან გამოსვლა, მაშინ ეს ორი კაცი უნდა გაუშვან“, - აღნიშნა ექსპერტმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA