29/11/211 147 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ქართველი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები აშშ-ის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ

პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზატორები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ. მიმართვას სრულად გთავაზობთ:
"ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი პროფესიონალები სხვადასხვა ბექგრაუნდით, ვდგავართ ერთად და გთხოვთ ჩვენი არაძალადობრივი ბრძოლის მხარდაჭერას საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. 
თეთრი სახლი 2021 წლის დემოკრატიების სამიტს მასპინძლობისთვის ემზადება, საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია კი, რომლის აშენებასა და შენარჩუნებას ამერიკის შეერთებული შტატები მონდომებით დაეხმარა, ბეწვზე ჰკიდია. 
ჩვენ, ქართველი ხალხი, ვუერთდებით თავისუფლებისმოყვარე ერებს ავტოკრატიული რეჟიმების ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, საქართველოს მმართველი პარტია იყენებს ყველა საშუალებას და მეთოდს, რათა გაახანგრძლივოს თავისი მმართველობა, დემოკრატიული ინსტიტუტების, კონტროლის და ბალანსის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებითი ორმხრივი ურთიერთობების და ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად. 
ჩვენი, როგორც საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ადამიანების, პასუხისმგებლობაა, ვითარება გავაუმჯობესოთ. თუმცა, ბრძოლაში არათანასწორ პირობებში ვართ, ვინაიდან რეჟიმს უზარმაზარი რესურსები აქვს. შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ახლა ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. 
საფრთხეები, რომლებიც გვემუქრება: 
2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემამ გზა გაუხსნა ქვეყნის დემოკრატიის შესახებ რწმენას - შესრულდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის დაპირება. თუმცა, თითქმის ერთი დეკადის შემდეგ, პირობა დარღვეულია, შესაძლებლობა - გაფლანგული. 
ქართული ოცნების ადმინისტრაციის პირობებში ერთპარტიულმა და ოლიგარ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შეამცირა პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმაცია და მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაცია. 
კანონის უზენაესობის პრინციპების შესუსტებამ და პოლიტიზირებულმა სასამართლო სისტემა, რომლის მიმართაც შეშფოთების არაერთი საფუძველი არსებობს, აღმოფხვრა საინვესტიციო გარემო. ამერიკული კომპანიები განდევნეს სტრატეგიული პროექტებიდან, $2.5-მილიარდიანი ანაკლიის პორტის ჩათვლით. 
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ საქართველოში არსებული ვითარება აღწერა, როგორც სახელმწიფოს მიტაცება ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ. ქვეყანას აქვს რეგრესი The Economist-ის დემოკრატიის ინდექსის კუთხითაც. 
ბოლო არჩევნებში, კერძოდ, 2018 წლიდან, მმართველი პარტია ძალაუფლებას ინარჩუნებს ხმების მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადოდ გამოყენების ხარჯზე. წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნება შეუსაბამოდ იყენებს პოლიტიზებული და ექსპლუატირებული სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის უსაფრთხოების ძალებს, პოლიციას, პროკურატურას და განათლების სისტემას. საქართველოს მთავრობას აქვს ე.წ ტროლ ფაბრიკები, რომლებიც კრემლის მიერ გამოყენებული ტროლ ფაბრიკების მსგავსია და მათ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისთვის. 
საქართველოს დემოკრატიის ბოლო უკანდახევა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეა. 
ამერიკელმა სენატორებმა: შაჰინმა, ჯონსონმა, რიშმა და კარდინმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების აღკვეთისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავდნენ. Amnesty International-მა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და დამამცირებელი მოპყრობა "პოლიტიკურ შურისძიებად" შეაფასა.
ევროპარლამენტის წევრებმა უკვე დააყენეს წინადადება სანქციების თაობაზე იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაარღვია ადამიანის უფლებები და დაუშვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა. 
საქართველოს წინსვლის ხედვა: 
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე და იმედისა და თავისუფლების შუქურა ავტორიტარული ძალებით სავსე რეგიონში.
სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტი ჩართულობით, საქართველო, წარუმატებელი სახელმწიფოს ზღვარზე მყოფი ქვეყნიდან გარდაიქმნა აქტიურ ახალგაზრდა დემოკრატიად და მნიშვნელოვან კონტრიბუტორად საერთაშორისო უსაფრთხოებაში - ერაყში, ავთანეთში და სხვაგან. 
მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ, სახელმწიფოებრიობის ჰიბრიდულმა გამოწვევებმა, ინსტიტუციონალური მართვის სუსტმა გამოცდილებამ და ოლიგარქიის დამღუპველმა ეფექტმა შეაფერხა ჩვენი შესაძლებლობები. 
საქართველოს დემოკრატიული ძალები გაფართოვდა, შეიძინა გამოცდილება და მრავალფეროვნება. ჩვენ შეგვიძლია, მეტს მივაღწიოთ, მაგრამ ამას ვეღარ გავაკეთებთ მარტო რეგიონში, რომელშიც ავტორიტარული ძალები დომინირებენ. ჩვენ შეიძლება, განვსხვავდებოდეთ პოლიტიკურ არჩევანში, თუმცა, ვიზიარებთ მომავლის ხედვას თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო საქათველოს შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, NATO-ს და ევროკავშირის საიმედო მოკავშირეა. 
რა შეცვლის ვითარებას უკეთესობისკენ: 
ჩვენ გვჯერა, რომ ნაბიჯები, რომლებსაც წარმოგიდგენთ, ხელს შეუწყობს ამერიკულ ინტერესებს და ტრანსატლანტიკურ პრინციპებს საქართველოს, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნის გაძლიერებით. 
მოითხოვეთ შედეგები, გააძლიერეთ სამოქალაქო საზოგადოება:
გარკვეული პირობებით აცნობეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოს მიტაცება, დემოკრატიული უკანდახევა და ტოქსიკური პოლარიზაცია ვერ გაგრძელდება. წაახალისეთ პოლიტიკური გადატვირთვა, რაც საუკეთესოდ გამოიხატება 2022 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. მიზანი უნდა იყოს ამ ტიპის არჩევნების ჩატარება. 
გაურკვეველი სიტყვით აცნობეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, დემოკრატიული უკანდახევა და ტოქსიკური პოლარიზაცია არ გაგრძელდება. წაახალისეთ პოლიტიკური გადატვირთვა, რაც საუკეთესოდ გამოიხატა 2022 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. მიზანი უნდა იყოს ამ ტიპის ბოლო ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი, არაპარტიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში, რათა აღმოიფხვრას განცდა, რომ მმართველი პარტია აკონტროლებს საქართველოს ცესკოს. 
შედეგების ლეგიტიმურობისა და სიცხადის უზრუნველსაყოფად, კამპანია და არჩევნები უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებული, უფრო გამჭვირვალე და უფრო სამართლიანი წესებით. ჩვენ ასევე ვითხოვთ გაფართოებულ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, როგორიცაა OSCE/ODIHR და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თეთრი სახლისთვის ცხადი ამოსავალი წერტილი შეიძლება იყოს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისთვის დემოკრატიების სამიტზე სიტყვის უფლება. 
ხელახლა შეაფასეთ დახმარება, დააწესეთ მკაცრი პირობები:
მტკიცედ დადექით საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის ძალისხმევის უკან.
დააწესეთ პირობები პოლიციის და უსაფრთხოების აპარატურის ფინანსური მხარდაჭერის კუთხით მმართველი პარტიის ტექნიკისგან მათ ხელშესახებ განცალკევებაზე.
ჩაატარეთ პოლიტიკური კონტექსტის ყოვლისმომცველი შეფასება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პარტნიორებთან ერთად, რათა აშშ-ს დახმარება მოერგოს მიმდინარე გამოწვევებს.
გადაიტანეთ USAID-ის პროგრამების წონა დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოების სანდო პარტნიორებზე.
მართლმსაჯულების სისტემას დაურთეთ მკაფიო პირობა, სანამ არ გადაიდგმება სწრაფი და ხელშესახები ნაბიჯები ადრინდელი ვალდებულებების შესასრულებლად, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას.
პასუხი მოსთხოვეთ კლეპტოკრატიის წყაროებს: დააწესეთ გლობალური მაგნეტსკის აქტი მმართველი პარტიის იმ საკვანძო ფიგურების მიმართ, რომლებმაც აღმოფხვრეს კანონის უზენაესობა, სასამართლო და უსაფრთხოების აპარატი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენეს და მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები გააუარესეს. 
ამის გათვალისწინებით, დაჟინებით მოითხოვეთ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო და ჰუმანური მოპყრობა ყველა შესაძლო სამართლებრივი ჩარჩოში. ჩვენ მზად ვართ, კოორდინაცია გავუწიოთ ერთობლივ მოქმედებებს და წარვმართოთ ცვლილებები, რაც საქართველოს, როგორც აშშ-ის მოკავშირეს, მსოფლიოს კრიტიკულ რეგიონში წარმატებულად აქვს, - ნათქვამია მიმართვაში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread