29/11/21992 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"შევეხებით ყველა საკითხს" - ნინო ლომჯარია აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

"შევეხებით ყველა საკითხს, ზოგადად, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში არსებულ პრობლემებს და იმ უკუსვლას, რასაც ჩვენ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვატყობთ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით..." - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვაშინგტონში საუბრობს, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ შეხვედრების გამართვა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. ჩატარდა არჩევნები, ასევე, მოგეხსენებათ ის განვითარებული მოვლენები, რაც ახლდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესის და მისი პატიმრობის გარშემო მიმდინარე საკითხებს.
შეხვედრები გვექნება როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე სენატში, ასევე სახელმწიფო უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან, შევხვდებით NDI-სა და IRI-ის ხელმძღვანელებს, USAID-ის წარმომადგენლებს.
შევეხებით ყველა საკითხს. ზოგადად, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში არსებულ პრობლემებს და იმ უკუსვლას, რასაც ჩვენ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვატყობთ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მედიათავისუფლების საკითხებსა და იმ მწვავე პრობლემებზე, რასაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლები აწყდებიან საქართველოში, - ამბობს ნინო ლომჯარია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread