26/12/21839 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არ არის, ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორით - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არა გაუქმება, არამედ მისი ორი სამსახურით ჩანაცვლება ხდება.
როგორც მან "იმედის" ეთერში თქვა, ცვლილებების შემდეგ, საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები "გაფართოვდება".
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არც არის, რეალურად ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორი სამსახურით, არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით - ფართოვდება საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები. თავის დროზეც იყო არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომ ეს ორი ფუნქცია ყოფილიყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფუნქცია, რომელიც თავმოყრილია ერთ უწყებაში. ერთი არის პერსონალური მონაცემების დაცვა და მეორე - გამოძიება. ამ ორ ფუნქციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, უფრო მეტიც, არის ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომ, იყო ეს რეკომენდაცია", - თქვა კობახიძემ.
წამყვანი კითხვას - არის თუ არა ეს პოლიტიკური საკითხი, "ოცნების" თავმჯდომარემ ასე უპასუხა: "ეს არის წმინდა სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი, რაც არის ინიცირებული, სამართლებრივადაც და ინსტიტუციურად არა მხოლოდ გამართულია, არამედ აუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას".
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA