26/12/21863 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

იუსტიცია სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში სხდომა 28 დეკემბერს ჩაინიშნა

იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 28 დეკემბერს ჩაინიშნა. 
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას მოსამართლე ციცინო როხვაძე წარუძღვება. 
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა და შესაბამისი დასკვნა გამოაქვეყნა. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, კადრების გავრცელების გამო, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.
18 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ მმართველი გუნდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გაჟღერდა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება იგეგმება. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.
"ქართული ოცნების" ინიციატივას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლის მიმართა შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებს. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უწყებას აქვს სრული ჩანაწერები, რომლებიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებს, ამიტომ ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებას ის სწორედ ამას უკავშირებს.
უწყების შესაძლო გაუქმების საკითხს თავად სახელმწიფო ინსპექტორიც გამოეხმაურა. ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ მისთვის "ქართული ოცნების" ინიციატივა "სიურპრიზი იყო" და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი შეჩერდება.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, რადგან "ოცნება" ლონდა თოლორაიას უწყების კრიტიკამ გააღიზიანა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.