26/12/21981 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ივანიშვილი ვერ აიტანს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს - ბექა ბასილაია სახელმწიფო ინსპექტორზე

"უკვე ძალიან აშკარაა, რომ სწრაფი ტემპით მივემართებით ავტორიტარიზმის ჭაობისკენ", - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის მომზადებას, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება იგეგმება. 
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" ლონდა თოლორაიას უწყებას იმ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნებას არ პატიობს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი.
"ინსპექტორის სამსახურმა და პირველ რიგში ლონდა თოლორაიამ, გამოავლინეს ერთგულება სამართლის უზენაესობის მიმართ და არ დაყვნენ ხელისუფლების უკანონო ნება-სურვილს. სწორედ ამ უწყების გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები არაერთხელ დაირღვა ხელისუფლების მხრიდან და ეს უწყება აწარმოებს გამოძიებას ჯერჯერობით საკმაოდ ეფექტურად. 
ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მთლიანად გააუქმოს ეს სამსახური. უკვე ძალიან აშკარაა, რომ სწრაფი ტემპით მივემართებით ავტორიტარიზმის ჭაობისკენ და თუ დროულად არ მოხდება გამოღვიძება, შესაძლებელია, საკმაოდ რთული გახდეს შემობრუნება ან შეუძლებელიც კი", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 
მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას თქმით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არის დასტური იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ სახელმწიფოში დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობას ვერ აიტანს. 
"კანონპროექტი რეგისტრირდება არასამაუშაო დროს, საიმისოდ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაიშალოს. ეს არის პასუხი იმაზე, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ვერ აიტანს ვერცერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს", - ამბობს ბექა ბასილაია. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York