27/12/211 008 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გაუქმების რეალური მიზეზი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიების შეჩერებაა - ბოკუჩავა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ოცნებას" რეალურად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იმიტომ, სურს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიება ისეთ პირს გადასცენ, ვინც სიმართლეს არასდროს დაადგენს.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ეს ნაბიჯი, რომელსაც რეფორმას და რესტრუქტურიზაციას არქმევს ივანიშვილის რეჟიმი, სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს აღნიშნული გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართლეს. ეს არის რეალურად ამ რეფორმის უმთავრესი მიზანი, რომ შეჩერდეს ეს გამოძიება", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 
მისივე განცხადებით, ეს არის ასევე გზავნილი პირადად ლონდა თოლორაიას მიმართ, რომელიც ამ დროისთვის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება.
"როგორც მან თავად აღნიშნა, ეს არის ანგარიშსწორება, პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ამ სამსახურმა და პირადად ლონდა თოლორაიამ გაბედა, რომ ის არ ყოფილიყო მონურ მორჩილებაში და მონურ მორჩილებას არჩია პროფესიონალური სამართლიანობა, პროფესიონალური კეთილსინდისიერება და პროფესიონალური დამოუკიდებლობა, იმიტომ, რომ მან გაბედა ეთქვა სიმართლე", - თქვა ბოკუჩავამ.
ოპოზიცია ითხოვს, შეჩერდეს კანონპროექტის განხილვა, მასში ჩაერთოს თავად ინსპექტორის სამსახური და ყველა ტიპის რესტრუქტურიზაცია განხორციელდეს მხოლოდ მას შემდგ, რაც მოქმედ ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას ამოეწურება ვადა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,