28/12/211 198 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"კგბ-ს" მეთოდებით შეაცვლევინეს ჩვენება, განცხადების დროს მის გვერდით იდგნენ სუს-ის თანამშრომლები - დეკანოიძე ექიმ გოგორიშვილზე

რამდენიმე წუთის წინ, პირდაპირ "კგბ-ს" მეთოდებით ადამიანი გამოიყვანეს, შეაცვლევინეს ჩვენება - ამის შესხებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ  ცოტა ხნის წინ მედიასთან ისაუბრა. 
დეკანოიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, ჟურნალისტებთან განცხადებას სუს-ის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ აკეთებდა. 
"რამდენიმე წუთის წინ, პირდაპირ "კგბ-ს" მეთოდებით ადამიანი გამოიყვანეს, შეაცვლევინეს ჩვენება. მე მხედველობაში მყავს მთავარი ექიმი, ქალბატონი გოგორიშვილი, რომელმაც ნიკა გვარამიას განუცხადა ის, რაც განუცხადა, და მიუხედავად ამის, დღეს ჩვენს თვალწინ, ყველას თვალწინ, მთავარ ექიმთან და სუს-თან ერთად ეს ადამიანი იმყოფებოდა აქ, თქვენს წინაშე და აკეთებდა იმ განცხადებას, რომელიც მას უკარნახა სუს-მა და უკარნახა პენიტენციურმა სამსახურმა. მიუხედავად ამისა, მან მაინც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლებაზე. მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის განცხადების გაკეთების დროს, მის გვერდით იდგნენ პენიტენციური სისტემისა და სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად მეთვალყურეობენ მიხეილ სააკაშვილს",- თქვა ხატია დეკანოიძემ. 
ხატია დეკანოიძემ მიმართა სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა ექიმს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში იყო ჩართული, დაინტერესდნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
დეკანოიძემ მოითხოვა, დაუყონებლივ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება ექიმზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიმართულებით. 
ცნობისთვის, ნინო გოგორიშვილმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ნიკა გვარამიამ კითხვებზე ხელი მოაწერინა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY