30/12/21790 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი. 
როგორც მან აღნიშნა, დაავადება - ვერნიკეს ენცეფალოპათია დიაგნოზიდან ამოღებულია და ამის ნაცვლად დისმეტაბოლურ ენცეპალოპათიაზეა საუბარი.
გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ 27 და 30 დეკემბერს გამოწერილი ფორმა ასი ერთმანეთის იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ 30 რიცხვით დათარიღებულ დოკუმენტს ხელს არა ექიმი ნინო გოგორიშვილი, არამედ ვინმე ჯეირანაშვილი აწერს ხელს.
"მთავარი რაც იკვეთება, არის ის, რომ ადამიანი არის ყალბი დიაგნოზით გამოწერილი. მე ვნახე ორივე ფორმა ასი, 27-ის და 30 დეკემბრის, ორივე არის იდენტური, ყალბი. დადგენილი ვერნიკეს ენცეპალოპათია არის ამოღებული დიაგნოზიდან. იგი არის ნიველირებული და ჩამოქვეითებული ე.წ. დისმეტაბოლურ ენცეპალოპათიამდე. ამას ექიმები უკეთ ახსნიან.
რაც შეეხება ქალბატონი გოგორიშვილის 27 დეკემბრის ფორმა ასს, 30-ში ეს შედგენილია ზუსტად იგივე შინაარსით. 30-ის ფორმა ასს და გამოწერას ხელს აწერს არა ქალბატონი გოგორიშვილი, როგორც ჩანს, მან მეორედ ამის ხელმოწერაზე უარი თქვა, არამედ აწერს ხელს ვინმე ჯეირანაშვილი. არ ვიცი ეს ვინ არის", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად არა გაუმჯობესებული, არამედ გაუარესებულია. 
"ეს კაცი არის ვითომ გამოჯანმრთელებული, სინამდვილეში, უარესად არის. მისმა ექიმებმაც აღნიშნეს, რომ დაბრუნდა იგივე წონით, რითაც გავიდა, რაც ნიშნავს, რომ რეფიდინგით არ მომხდარა მისი აღდგენა და არც წონის მატება აქვს. პირიქით, კუნთების მოდუნება აქვს და ასე შემდეგ წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებოდა გორში. გორის ჰოსპიტალი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილისთვის ერთადერთი დანიშნულების დაწესებულება, რომ იგი არ მომკვდარიყო და კაპტოპრილით ემკურნალათ, დაეწიათ წნევა მისთვის, მეტი არაფერი მომხდარა", - თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არც ამჯერად ჰქონიათ მის უფლებადამცველებს. მათ მიხეილ მონახულების საშუალება გუშინ არ მიეცათ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA