06/01/22881 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი თავს აღმაშენებელს ადარებს, მაგრამ სინამდვილეში ბერიასავით იქცევა

მიხეილ სააკაშვილი თავს დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ბერიასავით იქცევა - „შავი სიების“ წერა კომიკურია, არ გამოვრიცხავ, სიაში საკუთარი თანაგუნდელებიც შეიყვანოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ე.წ შავი სიების შექმნასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის „შავი სიების“ შექმნის ინიციატივა მის ძალადობრივ ბუნებას მიანიშნებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, იონათამიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნაში პრობლემას ვერ ხედავს, ისევე როგორც ვერ ხედავს პრობლემას მის არშექმნაში.
მისი თქმით, კომისიის შექმნის იდეას ჯერჯერობით ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს.
„გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ სააკაშვილი საკუთარ თანაპარტიელებს პარლამენტის დატოვებისაკენ მოუწოდებდა, ახლა კი ფაქტობრივად ნებისმიერ საკითხზე საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოუწოდებს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მის არათანმიმდევრულობასა და უპასუხისმგებლობაზე. ჩვენ პრობლემას არშექმნაში და არც შექმნაში ვერ ვხედავთ, ერთი რაც ცხადია ის არის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ჯერჯერობით თვითონ ოპოზიციის მხრიდან არ აქვსმხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები მაღალი სტანდარტით არის დაცული, ამ მხრივ კითხვები არ არსებობს. „ნაცმოძრაობა“ ხელოვნურად ცდილობს საკითხების დაძაბვას, მაგრამ არ გამოსდის, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქნება თუ არა ეს ფაქტი დარჩება უცვლელი“, - განაცხადა დეპუტატმა.
იონათამიშვილი ასევე ყოფილი პრეზიდენტის ელექტოენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ კორუფციაზე საუბრის უფლება არ აქვს.
„მე ვურჩევდი სააკაშვილს კორუფციაზე საუბარი საკუთარი კორუფციული სქემებიდან დაიწყოს. ვის ვის და მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს ამ თემებზე ისაუბროს, იქიდან გამომდინარე თუ რამდენად კორუმპირებული მთავრობა იყო“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA