06/01/221 001 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ და წყალს გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებაში

მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ და წყალს გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სააკაშვილის თქმით, პირობებში, როცა „მინიმუმ ბოლო ორ არჩევნებში დამარცხებული ჯგუფი არალეგიტიმურად რჩება კაბინეტებში და დასავლეთის წინააღმდეგ ღიად აკეთებს განცხადებებს, ჩვენი დამცველი და მომკითხავიც აღარავინ დარჩება, თუ ხელი არ გავანძრიეთ“.
“აი რა ხდება, როცა თავს აცხადებ რუსული გავლენის სფეროს ნაწილად და დასავლეთიდან დისტანცირდები. დღეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა ОДКБ-ს საფარქვეშ მოქმედი რუსული ჯარების ყაზახეთში, სადაც მთელი ხალხი აჯანყებულია სოციალური უსამართლობის, კორუფციის და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთის ხელმძღვანელობა საკუთარ ხალხს დაახოცინებს რუს, სომეხ და სხვა მეზობლების ჯარისკაცებს.
გვინდა ჩვენ ასეთი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის? რა თქმა უნდა, არა და თუ არა - უნდა ვისწავლოთ ყველანაირი წყენის და პირადი ამბიციების გვერდზე გადაწევა და ერთობლივი, მასობრივი და უწყვეტი ქმედებებით, ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებით მიზნის მიღწევა. სხვანაირად ჩვენი ხალხი, რომლის 80% უკვე სიღატაკეში ცხოვრობს, ან შიმშილით დაიღუპება, ან მოუხდება ჩვენი ქვეყნის დატოვება. შეუძლებელია ამ კომუნალური ტარიფებით, ამ ფასებით წამლებზე და პროდუქტებზე, იმ პირობებში, როცა შრომას ფასი არა აქვს, უბრალოდ პატიოსანი მუშაობით, ოჯახის გამოკვება, არსებობის გაგრძელება.
ხოლო იმ პირობებში, რომ მინიმუმ ბოლო ორ არჩევნებში დამარცხებული ჯგუფი არალეგიტიმურად რჩება კაბინეტებში და დასავლეთის წინააღმდეგ ღიად აკეთებს განცხადებებს, ჩვენი დამცველი და მომკითხავიც აღარავინ დარჩება, თუ ხელი არ გავანძრიეთ.
საქართველოში 90-იანი წლებიდან არ ყოფილა ისეთი მძლავრი ოპოზიციური მუხტი, როგორც ახლა. ამჯერად პოლიტიკოსების, აქტივისტების, უბრალოდ აქტიური მოქალაქეების ვალია ეს მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ და წყალს გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებაში და პარავს ჩვენ შვილებს მომავალს”, - წერს სააკაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA